თეგი: დუბლინი
ირლანდიის დედაქალაქში რეკორდულად მაღალი ჰაერის ტემპერატურა დაფიქსირდა
ირლანდიაში, ივლისში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა უკვე მეორედ დაფიქსირდა. ამის შესახებ The Irish Times-ი წერს. ესპანეთში, პორტუგალიასა და საფრანგეთში ტყის ხანძრებს ებრძვიან. დაიღუპა ერთი ადამიანი Met Office-მა ორშაბათს დუბლინში მდებარე მეტეოროლოგიურ სადგურზე წინასწარი მონაცემები +33 გრადუსი გამოაცხადა. ირლანდიის მეტეოროლოგიური მონაცემების ისტორიაში მხოლოდ ერთხელ დაფიქსირდა უფრო თბილი ტემპერატურა, რომელიც მხოლოდ 0,3 გრადუსით მეტი იყო. ეს ფაქტი საუკუნეზე მეტი ხნის წინ, 1887 წლის ივნისში მოხდა. „ეს არის რეალურად ივლისის ყველაზე მაღალი რეკორდი, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა. დღეს ტემპერატურა ყველაზე მაღალია მე-20 და 21-ე საუკუნეებში, მაგრამ მე-19 საუკუნეში კილკენში ჰაერის ტემპერატურა 33,3 გრადუსს გაუტოლდა, - განაცხადა მეტეოროლოგმა ლიზ გევინმა. დუბლინში ივლისში ჰაერის ტემპერატურა 18-დან 20 გრადუსამდეა. „ის, რასაც ჩვენ ვხედავთ აქ, ირლანდიაში, არის ექსტრემალური მზარდი, ტემპერატურის მატების უფრო დიდი სურათის ნაწილი და, რა თქმა უნდა, ვიცით, რომ ამას კლიმატური ცვლილებები იწვევს“, - თქვა პროფესორმა ჯონ სვინიმ, რომელიც მაინუთის უნივერსიტეტის კლიმატოლოგია. შეგახსენებთ, რომ ესპანეთში, პორტუგალიაში და საფრანგეთში ტყის მრავალრიცხოვან ხანძრებს ებრძვიან, რომლის შედეგადაც ათასობით ჰექტარი ტერიტორია განადგურდა. საფრანგეთსა და ესპანეთში ტყის ხანძრები მძვინვარებს. ევაკუირებულია ათასობით ადამიანი