თეგი: დუბნო
რუსეთის ძალებმა რივნეს ოლქზე დრონებით მასიური იერიში მიიტანეს
10 აგვისტოს რუსეთის ძალებმა რივნეს ოლქზე მასიური იერიში მიიტანეს. იტყობინება ოლქის გუბერნატორი, ვიტალი კოვალი. უკრაინული მედიის ცნობით, განადგურდა რივნეს ოლქში მდებარე ქალაქ დუბნოს ნავთობის საცავი. გუბერნატორის თქმით, თავდასხმა ღამით მოხდა. კოვალის ტელეგრამ არხზე გამოქვეყნებულ ვიდეოში, აფეთქების ადგილზე ცეცხლი ჩანს. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. გუბერნატორის თქმით, ადგილზე 45 მაშველი და 14 მანქანა მუშაობდა. მისივე თქმით, ევაკუაცია საჭირო არ არის. რივნეს ოლქი დასავლეთ უკრაინაში, ბელორუსის ჩრდილო-დასავლეთ საზღვართან მდებარეობს. 2023 წლის ივლისში პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რივნეს ოლქში ატომურ ელექტროსადგურს ეწვია, რათა რეგიონში უსაფრთხოების შესაძლო საფრთხეები განეხილა.