თეგი: ე
ჩავუშოღლუმ დარჩიაშვილს ხანძრის ლიკვიდაციაში დახმარება აღუთქვა
საქართველოსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, სადაც მხარეებმა, ბორჯომის ხეობაში ხანძრის საკითხი განიხილეს. ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ხანძრის ქრობის სამუშაოებში თურქეთის სახანძრო თვითმფრინავები ერთვებიან თურქული მედიის ცნობით, სატელეფონო საუბრისას, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ საქართველოში ხანძრების გამო მწუხარება გამოთქვა და საქართველოს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დახმარებას დაჰპირდა. მანამდე, შს სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოებში თურქეთის რესპუბლიკის სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავები ჩაერთვებიან. 22 აგვისტოს, ბორჯომის ხეობაში, ხანძრის ქრობის სამუშაოებში 4 ვერტმფრენი ჩაერთო. 22 აგვისტოდან ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოში თავდაცვის ძალები და სპეცტექნიკა მონაწილეობენ. ცეცხლი ქვაბისხევი-ზორეთის მიმდებარედ ტყეში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, 19 აგვისტოს, სავარაუდოდ 19:00 საათის შემდეგ გაჩნდა.