თეგი: ევროკავშირის მონიტორინგის მისია
EUMM-მ შიდა გამოძიება დაიწყო მისიის თანამშრომლის პოსტთან დაკავშირებით, რომელშიც ის აშშ-ს ადანაშაულებს უკრაინაში მიმდინარე ომში
საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისია (EUMM) ემიჯნება მისიის თანამშრომელს, რომელიც აშშ-ს ადანაშაულებს უკრაინაში მიმდინარე ომში. ამის შესახებ აღნიშნულია Twitter-ზე განთავსებულ პასუხში, რომელიც EUMM-მა აქტივისტ გიორგი თაბაგარის მიერ განთავსებულ სქრინზე დაწერა. „პირადი პოსტი არ ასახავს EUMM-ის პოზიციასა და მოსაზრებას, EUMM აწარმოებს შიდა გამოიძიებას და იმოქმედებს შიდა პოლიტიკასთან შესაბამისად“, - აღნიშნავს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. საქმე ეხება EUMM-ის ექსპერტს „ინფორმაციისა და ცოდნის მენეჯმენტის საკითხებში“, ანტონიო კარლოს ჰერერას პოსტს, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ ომი „ამერიკის მიერ არის ორკესტრირებული“.