თეგი: ევროკავშირის საელჩო

მივესალმებით მმართველი პარტიის განცხადებას კანონპროექტის გაწვევის შესახებ - ევროკავშირი

მივესალმებით მმართველი პარტიის განცხადებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის შესახებ, - ევროკავშირის საელჩო საქართველოში ეხმაურება "ოცნების" მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ ისინი რუსულ კანონპროექტს გაიწვევენ.  ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროეექტი გაიწვიეს "მივესალმებით მმართველი პარტიის განცხადებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის შესახებ. მოვუწოდებთ საქართველოს ყველა პოლიტიკურ ლიდერს, ინკლუზიური და კონსტრუქციული გზით განაახლონ პროევროპული რეფორმები 12 პრიორიტეტის შესაბამისად საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღწევის მიზნით",- წერს ევროკავშირის საელჩო. უმრავლესობის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტი და საერთაშორისო საზოგადოების აქცტიური მოწოდებები კანონპროექტის გაწვევის შესახებ. ინფორმაციისთვის, კანონპროექტის ავტორებს ორი ვერსია ჰქონდათ ინიცირებული. ერთი იყო მხარდაჭერილი, მეორე - სესიაზე არ განუხილავთ. “უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით არის მიღებული.