თეგი: ეკა ხოფერია

ეკა ხოფერიამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის თანამდებობა დატოვა

პირველი აგვისტოდან ეკა ხოფერია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს აღარ უხელმძღვანელებს. „ჩემი ცხოვრების კიდევ ერთი ახალი ეტაპი იწყება. ვასრულებ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან სამსახურს - არ ვიქნები ჩვენი საყვარელი აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი. ეს გადაწყვეტილება მე მივიღე, ვფიქრობ, ორწელიწადნახევარში გუნდთან ერთად შევძელით ბევრის გაკეთება და ახლა დროა, ახალი ეტაპი დაიწყოს, ახალი ძალებით, ახალი ენერგიით,“ წერს ხოფერია Facebook-ზე. სამინისტროს მისი კოლეგა, ნანა გადელია უხელმძღვანელებს. ეკა ხოფერია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრად 2020 წლის დეკემბერში დაინიშნა.