თეგი: ეკონომიკური სანქციები
აშშ-ის ხაზინის მდივნის მოადგილე: აშშ და მისი მოკავშირეები რუსეთის ეკონომიკის სექტორებზე ახალი სანქციების დაწესებას გეგმავენ
აშშ და მისი მოკავშირეები რუსეთის ეკონომიკის სექტორებზე ახალი სანქციების დაწესებას გეგმავენ, რომლებიც კრიტიკულია უკრაინაში განგრძობითი შეჭრისთვის, მათ შორის მიწოდების ჯაჭვებზე,- განცხადება აშშ-ის ხაზინის მდივნის მოადგილემ, უოლი ადეეომ გააკეთა. “გარდა იმ კომპანიების წინააღმდეგ სანქციებისა, რომლებიც ხელს უწყობენ კრემლის მავნე საქმიანობას, ასევე ვგეგმავთ ზომების მიღებას მათი მიწოდების ჯაჭვების შეფერხების მიზნით. ჩვენი მიზანია, შევიმუშაოთ ყოვლისმომცველი მიდგომა, რომელიც მოიცავს ექსპორტის კონტროლს და სანქციებს, რომლებსაც ექნებათ მყისიერი გავლენა”,- განაცხადა აშშ-ის ხაზინის მდივნის მოადგილემ Chatham House-ის ანალიტიკურ ცენტრთან გამართულ ღონისძიებაზე. ცნობისთვის, 29 მარტს თურქეთში, რუსულ-უკრაინული მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებზე სამხედრო აქტივობას შეამცირებდნენ. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება კიევის გარშემო საომარი მოქმედებების შემცირების შესახებ, შესაძლოა, ყურადღების გადატანისა და ადამიანების მოტყუების მცდელობა იყოს. ასევე წაიკითხეთ: სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები დასრულდა - უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: თურქეთში მოლაპარაკებებზე უკრაინაში რეფერენდუმის ჩატარებაზე საუბარი არ იქნება რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ახლა ის დროა, რომ მოლაპარაკებებისგან მყარ შედეგებს ველოდოთ რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი თურქეთი, მოლაპარაკებების პროცესს ესწრება