თეგი: ელექტროენერია
ევროპაში ელექტროენერგია რეკორდულად გაძვირდა
ევროპაში ელექტროენერგიის ფასები რეკორდულ ნიშნულზეა. Financial Times ცნობით, ამის მიზეზი გაზზე შექმნილი დეფიციტი გახდა. შედეგად გერმანიაში ელექტროენერგია 13%-ით გაძვირდა და საათში/მეგავატზე 325 ევრო შეადგინა. საფრანგეთში ელექტროენერგიის ფასი საათში/მეგავატზე 366 ევროა. ამასთან ევროკავშირის ქვეყნებში გაზის ფასიც რეკორდულ ნიშნულზეა და 1000 კუბურ მეტრზე $1 800 შეადგინა. გასულ წელთან შედარებით, გაზის ტარიფი 4-ჯერაა გაზრდილი, მას შემდეგ რაც „გაზპრომმა“ ამ ბაზარზე მიწოდება შეამცირა. ევროპაში 1000 კუბურ მეტრ გაზზე ფასმა, $1 600-ს გადააჭარბა ევროპაში გაზის ზამთრის მარაგების გამოყენება დაიწყეს ვითარება გამწვავებულია საფრანგეთში დიდი რაოდენობით ატომური ელექტროსადგურების მომსახურეობის პრობლემების გამო. მეზობელი ქვეყნები დამატებით გაზს ხარჯავენ საფრანგეთისთვის ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად, რადგან ევროპა ზამთარში მარაგის შენარჩუნებას ცდილობს. ანალიტიკური ფირმა ICIS-ის ელექტროენერგიის ბაზრის ანალიტიკოსმა უილიამ პეკმა თქვა, რომ ელექტროენერგიის მაღალი ფასები მიუთითებს იმაზე, რომ მოვაჭრეები სულ უფრო და უფრო ხშირად პროგნოზირებენ (მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში) გაზის შეზღუდულ მიწოდებას. „გაზს ჰქონდა არასაკმარისი ინვესტიცია ახალი წარმოების ინფრასტრუქტურაში პანდემიის დროს, მაგრამ მოთხოვნა დაბრუნდა იმაზე სწრაფად, ვიდრე ხალხი მოელოდა. რუსეთ-უკრაინის ომმა ყველაფერი აურია“, - აცხადებს უილიამ პეკი. ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროპაში, სახლში გათბობის ან კონდიციონერის ტემპერატურას თუ 2 გრადუსით შევამცირებთ, „ჩრდილოეთის ნაკადით“ რუსული გაზის მიწოდებას სრულად ჩავანაცვლებთ გერმანიის ვიცე-კანცლერმა მოქალაქეებს გაზის მოხმარების შემცირებისკენ მოუწოდა ამასთან ელექტროენერგიის ბაზრის ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ ელექტროენერგიის მაღალი ფასი უკვე ამცირებს ელექტროენერგიაზე მოთხოვნას. მაგალითად, გერმანიის ელექტროენერგიაზე მოთხოვნა, ბოლო ოთხ თვეში, წინა წელთან შედარებით, ენერგიაზე მაღალი დანახარჯების გამო 5%-ით შემცირდა. რუსული „გაზპრომი“ 11-დან 21 ივლისის ჩათვლით მთლიანად გათიშავს „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენს - გერმანია აღიარებს, რომ ამის შემდეგ გაზის მიწოდება შესაძლოა აღარ განახლდეს. გაზპრომი“ ავსტრიას, გერმანიასა და იტალიას გაზის მიწოდებას უმცირებს. ევროპაში საწვავი ძვირდება რუსული Nord Stream-ით გაზის გატარების მაჩვენებელი 40%-ით შემცირდა