თეგი: ელექტრომომარაგება
20 ოქტომბრიდან უკრაინის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება
ელექტროენერგიის მიწოდება მნიშვნელოვნად შეიზღუდება, უფრო რეგულარული გათიშვა რეალისტური სცენარია, თუ მოხმარება შესაბამისად არ შემცირდება, ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ კირილო ტიმოშენკომ განაცხადა. უკრაინელებს მთელი ქვეყნის მასშტაბით მოუწოდებდნენ, მნიშვნელოვნად შეამცირონ ელექტროენერგიის მოხმარება, რადგან სულ უფრო მეტი ენერგეტიკული ობიექტი ხდება რუსული სარაკეტო და უპილოტო თვითმფრინავების სამიზნე. „დღეს მტერმა სამი ენერგეტიკული ობიექტი გაანადგურა. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ნორმალური ენერგეტიკული შესაძლებლობები. მაგრამ ამას დრო სჭირდება. და ეს მოითხოვს ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას. 20 ოქტომბრის დილის 7 საათიდან ელექტროენერგიის მოხმარებაზე განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო. გთხოვთ, არ ჩართოთ არასაჭირო ელექტრო ტექნიკა. გთხოვთ, შეზღუდოთ ელექტროენერგიის მოხმარება. ხვალ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხმარება იყოს მაქსიმალურად გაცნობიერებული და შესაბამისად, შეზღუდვებიც უფრო მოკლე იქნება“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. კიევის ცნობით, ელექტროსადგურების 30% განადგურებულია. ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში 3 ელექტროსადგური გაანადგურა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის განცხადებაში აღნიშნულია, რომ კრიტიკულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევაა.