თეგი: ელექტროქსელი

ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსული ელექტრო ქსელიდან გათიშვას აჩქარებენ

ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსული ელექტრო ქსელიდან გათიშვას დააჩქარებენ. ეს პროცესი არაუგვიანეს 2025 წლის თებერვლისა უნდა განხორციელდეს, თუმცა ადრე ამის გაკეთება 2025 წლის ბოლომდე იყო დაგეგმილი. ამის შესახებ ლიეტუვის ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი რუსეთთან და ბელორუსთან ერთად ელექტრომომარაგების საერთო სისტემას იზიარებენ, რომელიც მოსკოვიდან არის ცენტრალიზებული. 2022 წლის მაისში ბალტიისპირეთის ქვეყნებმა მთლიანად შეაჩერეს ელექტროენერგიის იმპორტი რუსეთის ფედერაციიდან. პირველად ისტორიაში, ლიეტუვის ელექტროსისტემამ რუსეთისგან დამოუკიდებლად, წარმატებით იმუშავა ლიეტუვა, ისევე როგორც ევროკავშირის სხვა ქვეყნები, უკრაინაში მიმდინარე რუსული შეჭრის ფონზე იღებს ზომებს რუსეთიდან ენერგიის იმპორტზე დამოკიდებულების შესამცირებლად. ლიეტუვის ხელისუფლების განცხადებით, რუსეთის ფედერაციიდან ენერგიის იმპორტი მთლიანად შეჩერდა 2022 წელს, მაგრამ ქვეყანა, ლატვიისა და ესტონეთის მსგავსად, კვლავ დაკავშირებულია BRELL-ის რგოლის ელექტრომომარაგების სისტემასთან, რომელშიც ასევე შედიან რუსეთი და ბელორუსი. უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული სრულმასშტაბიანი ომის ფონზე, ლიუტუვა ლატვიასთან და ესტონეთთან ერთად, ნავთობის, გაზისა და ელექტროენერგიის ალტერნატიული მიწოდების მოძიებით, მოსკოვზე ენერგეტიკული დამოკიდებულების შემცირებაზეა ფოკუსირებული.  „პირველად ისტორიაში, ლიეტუვის ელექტროსისტემა სრულად დამოუკიდებლად იმუშავებს, ამიტომ ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ტესტირებაზე და მზად ვიქნებით ყველა სცენარისთვის. ტესტირება მომხმარებლებზე არ იმოქმედებს“, - განაცხადა Litgrid-ის ოფისის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, როკას მასიულისმა. „ბალტიისპირეთის ქვეყნები ევროკავშირის ერთ მილიარდ ევროზე მეტი (1,1 მილიარდი აშშ დოლარი) ინვესტიციით ისარგებლებენ. ისინი რუსული ქსელის დატოვებას 2025 წლისთვის გეგმავდნენ, მაგრამ ეს შეიძლება უკვე მომავალ წელსაც მოხდეს, თუ ტესტირება კარგად ჩაივლის“, - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა დაინიუს კრეივისმა. ხაზების სრულად გათიშვის მიზნით, კონტინენტურ ევროპასთან სინქრონიზაცია ლატვიასთან და ესტონეთთან ერთად უნდა განხორციელდეს, თუმცა ორივე ამბობს, რომ გადართვისთვის მოსამზადებლად მეტი დრო სჭირდებათ. ლიეტუვის მეირ დაგეგმილი ტესტირება ასევე შეეხება კალინინგრადის რეგიონს, რუსეთის ექსკლავას ბალტიის ზღვაზე.