თეგი: ელსაბედ მეორე
დიდი ბრიტანეთის დედოფლის დაკრძალვის თარიღი, ბუკინგემის სასახლეში გამოცხადდა
დიდი ბრიტანეთის დედოფლის ელისაბედ მეორის დაკრძალვის თარიღი, ბუკინგემის სასახლეში გამოცხადდა - დაკრძალვის ცერემონია ვესტმინსტერის სააბატოში 19 სექტემბერს გაიმართება. დიდი ბრიტანეთის დედოფალი, ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში გარდაიცვალა დედოფლის ცხედარის ლონდონში გადასვენების პროცესს მისი ქალიშვილი, პრინცესა ანა დაესწრება. ეს დღე ყველა ბრიტანელისთვის დასვენების დღედ გამოცხადდება. ელისაბედ II ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი დროით მმართველობის სტატუსის მქონე მონარქი იყო. ცნობისთვის, პრინცესა ელისაბედი 1926 წლის 21 აპრილს, ლონდონში დაიბადა. ტახტზე მამის, ჯორჯ მეექვსის გარდაცვალების შემდეგ, 1952 წლის 6 თებერვალს ავიდა. 1940 წელს, 13 წლის ასაკში, რადიოს საშუალებით ელისაბედმა პირველად მიმართა ხალხს ოფიციალურად და განაცხადა, რომ ყველა ყველაფერს აკეთებდა, რათა მეორე მსოფლიო ომი კარგად დასრულებულიყო. 1947 წელს ელისაბედი დაქორწინდა პრინც ფილიპზე და მისგან ოთხი შვილი: ჩარლზი, ენი, ენდრიუ და ედუარდი ჰყავს. 1952 წლის 6 თებერვალს, როცა ფილიპი და ელისაბედი ვიზიტით კენიაში იმყოფებოდნენ ჯორჯ მეექვსე გარდაიცვალა. ელისაბედი დაბრუნდა ლონდონში, მაგრამ უკვე დედოფლის და არა პრინცესას სტატუსით.