თეგი: ემიგრანტები

პრეზიდენტი ევროპაში მცხოვრებ ემიგრანტებთან ონლაინ შეხვედრას გამართავს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს ინფორმაციას, რომ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, 8 ნოემბერს დაწყებული ხელმოწერების კამპანიის „ჩვენი ხმა ევროპას“ ფარგლებში 10 დეკემბერს, პრეზიდენტი Zoom პლატფორმის მეშვეობით შეხვედრას გამართავს ევროპაში მცხოვრებ ემიგრანტებთან.  „შეხვედრის მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ემიგრანტმა საქართველოდან მიაწვდინოს ხმა ევროკავშირის ინსტიტუტებისა და ქვეყნების ლიდერებს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თხოვნით.   კამპანიის მიზანია, კიდევ ერთხელ დავანახოთ ევროპას ჩვენი საზოგადოების ერთსულოვნება და მტკიცე ერთგულება საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, ერთ-ერთი განცხადებაში, სალომე ზურაბიშვილი ამბობდა, რომ უნდა გაიზარდოს საზღვარგარეთ მყოფი იმ თანამემამულეების რაოდენობა, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობენ.  

საქსტატი: 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა. სტატისტიკის თანახმადვე, ემიგრანტების 62.2% შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას წარმოადგენს. „2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით, 95.6 პროცენტით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 14.5 პროცენტით გაიზარდა და მან 205 857 კაცი შეადგინა. ამავე პერიოდში, იმიგრანტების 75.9 პროცენტი და ემიგრანტების 62.2 პროცენტი, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენენ. 2023 წელს, იმიგრანტების 44.6 პროცენტს, ხოლო ემიგრანტების 66.7 პროცენტს საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ემიგრანტებისთვის საუკეთესო ქვეყნები 2025 წელს

ემიგრანტებისთვის საუკეთესო ქვეყნები ცნობილია. 2025 წელს, 46 ქვეყნიდან პირველ ადგილზე მყოფმა პანამამ კვლევის ხუთივე ძირითადი ინდექსის მიხედვით სამეულში პირველი ადგილი დაიკავა, მათ შორის, პირველი ადგილი საზღვარგარეთ მუშაობის, მეორე ადგილი დამკვიდრების სიმარტივისა და ემიგრანტებისთვის აუცილებელი ფაქტორების და მესამე ადგილი ცხოვრების ხარისხისა და პირადი ფინანსების მიხედვით. ფრილანსერებში, მომთაბარეებსა და პენსიონერებში პოპულარული პანამა იზიდავს ადამიანებს, რომლებიც მის ბუნებრივ სილამაზეს და გარე აქტივობებს აფასებენ. მეორე ადგილზე მყოფმა კოლუმბიამ განსაკუთრებით კარგი ქულები დააგროვა პირადი ფინანსების (მეორე) და დამკვიდრების სიმარტივის (მესამე) რეიტინგებში. ცხოვრების დაბალმა ფასმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა, რადგან ხუთიდან თითქმის ოთხი ემიგრანტი ამბობს, რომ კმაყოფილია აქ არსებული ფინანსური მდგომარეობით. ეს კმაყოფილება ასევე ვრცელდება კუთვნილების განცდაზე, რადგან 80%-მა თქვა, რომ თავი ქვეყანაში მიღებულად და სახლში იგრძნო. მექსიკა მესამე ადგილზეა, მისი რეიტინგი კი, მეგობრული კულტურის წყალობით გაიზარდა. აქ მცხოვრები ემიგრანტები ამბობენ, რომ მექსიკაში კავშირების დამყარება მარტივია. „ხალხი, კულტურა, საკვები, საოცარი სილამაზე, ცხოვრების ღირებულება, ჯანდაცვა - ეს ყველაფერი აქ ცხოვრების შესანიშნავი მიზეზებია,“ - განაცხადა ამერიკელმა დევიდ რაიტმა, რომელიც პლაია დელ კარმენში ცხოვრობს და მარკეტინგული სააგენტოს მფლობელია. ტაილანდმა საერთო რეიტინგში მეოთხე ადგილი დაიკავა, განსაკუთრებით, კარგი ქულებით საერთო ბედნიერების (მეორე ადგილი) და პირადი ფინანსების (მესამე ადგილი) რეიტინგებში. ემიგრანტებისთვის აქ დასახლება ასევე მარტივია, რაც მას მეგობრების პოვნისა და ადგილობრივი მეგობრული დამოკიდებულების ტოპ 10-ში ქვეყანაში ანიჭებს ადგილს. ვიეტნამი პირველ ხუთეულში მოხვდა, პირადი ფინანსების ინდექსით პირველი და საერთო ბედნიერების ინდექსით მერვე ადგილზეა. ვიეტნამი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის ქვეყანაა. ათეულში ასევე არიან ჩინეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ინდოდეთი, ესპანეთი, მალაიზია. მსოფლიო მიგრაციის ანგარიშის თანახმად, მსოფლიო მოსახლეობის 3.6% საერთაშორისო მიგრანტად ითვლება. დღეს უფრო მეტი ადამიანი ცხოვრობს თავისი წარმოშობის ქვეყნის გარეთ, ვიდრე ოდესმე.  საზღვარგარეთ გადასვლას როგორც გამოწვევები, ასევე სარგებელი მოაქვს, მაგრამ ერთ-ერთი ბოლოდროინდელი კვლევა აჩვენებს, რომ ემიგრანტების ბედნიერებას ახლა უფრო მეტად ერთი ფაქტორი განსაზღვრავს, ვიდრე ოდესმე: ფული. სულ 172 ეროვნების 10 000-ზე მეტი ემიგრანტი გამოიკითხა.