თეგი: ენერგოგაყიდვები
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა რუსეთის ენერგო გაყიდვებზე ემბარგოს დაწესება მოითხოვა
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ბალტიის რეგიონში თავდაცვის გაძლიერებისკენ მოუ. ამასთან, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა რუსეთის ენერგო გაყიდვებზე ემბარგოს დაწესება მოითხოვა. „ენერგეტიკული წყაროები, რომლებიც ჩვენ შემოგვაქვს, რუსეთის სამხედრო ოპერაციას აფინანსებს. ჩვენ ვერ გადავიხდით ნავთობსა და გაზს უკრაინის სისხლით“, - განაცხადა ლანდსბერგისმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან ენტონი ბლინკენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე. მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოითხოვა მეტი საერთაშორისო სანქცია რუსეთის წინააღმდეგ, მათ შორის რუსული ნავთობის ბოიკოტი და ქვეყანაში ექსპორტის შეჩერება. „ამას შეიძლება, ეწოდოს ემბარგო ან უბრალოდ მორალი, როცა ტერორისტს ფულის მიცემაზე უარს ეუბნები“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 7 მარტს გახდა ცნობილი, რომ დანიის მთავრობა უკრაინაში თავდაცვის ბიუჯეტს გაზრდის და რუსეთის შეჭრის საპასუხოდ იმუშავებს, რათა ქვეყანა არ იყოს დამოკიდებული რუსულ გაზზე, დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიკსენის განცხადებით, ისტორიულ დროს ისტორიული გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო. Reuters-ი წერს, რომ დანია თავდაცვის ხარჯებს ყოველწლიურად დაახლოებით $2.65 მილიარდით გაზრდის.