თეგი: ერთი სარტყელი ერთი გზა
ჩინეთის პროექტი „ერთი სარტყელი ერთი გზა“ რუსეთ-უკრაინის ომის გამო, ევრაზიის ახალ სავაჭრო გზებზე ფოკუსირდება
ჩინეთის პროექტი „ერთი სარტყელი ერთი გზა“ რუსეთ-უკრაინის ომის გამო, ევრაზიის ახალ სავაჭრო გზებზე ფოკუსირდება საკონტეინერო გადაზიდვები ევროპაში რუსეთის გავლით ჩინეთის ინიციატივის „ერთი სარტყელი ერთი გზა“ ფარგლებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თუმცა რუსეთ-უკრაინის ომის გამო, ჩინეთი ევრაზიის ახალ სავაჭრო გზებზე ფოკუსირდება. რუსეთ-უკრაინის 5 თვიანი ომის ფონზე, ექსპედიტორები, რომლებსაც ჩინური ტვირთები გადააქვთ, სამხრეთისკენ იყურებიან, რათა რკინიგზით შუა აზიის, კავკასიის და თურქეთის გავლით, ტვირთები ევროპაში გადაზიდონ, მიუხედავად იმისა, რომ ამ მარშრუტზე ლოგისტიკური პრობლემები არსებობს. „რათა ამ ვითარებაში გადარჩეს „ერთი სარტყელი ერთი გზა“ პროექტის ფარგლებში ჩინეთს სხვა ალტერნატივა არ აქვს და ახალ რეალობასთან უნდა ადაპტირდეს“, - ამის შესახებ რუმინეთის ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტმა ანდრეა ბრინზამ განაცხადა, რომელიც აზია-წყნარი ოკეანის რეგიონს სწავლობს. მისი თქმით, ჩინეთისთვის ალტერნატივას წარმოადგენს 6 500 კილომეტრიანი ქსელი, რომელშიც საავტომობილო, სარკინიგზო და საპორტო გზები შედის. ეს მარშრუტი მოიცავს ყაზახეთს, კასპიის ზღვას, აზერბაიჯანს, საქართველოს, თურქეთსა და შემდეგ ევროპას და ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტის სახელითაა ცნობილი. ამ მარშრუტს შუა დერეფანსაც უწოდებენ (BRI) გლობალური ინფრასტრუქტურისა და საინვესტიციო პროექტი, რომელსაც მხარს უჭერს ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი. ამ მარშრუტის გამო ჩინეთის ინფრასტრუქტურაში ბოლო ათწლეულის განმავლობაში მილიონობით ინვესტიცია განხორციელდა, მაგრამ პროექტი ვერ განვითარდა მიწოდების უფრო მცირე წილის, ღირებულებისა და პროგნოზირებადობის საკითხების გამო. შედეგად, აქტუალური გახდა რუსული მარშრუტი. ამ გზით, საქონელს პირდაპირ ევროპაში სარკინიგზო გადაზიდვებით, შემდეგ კი პორტებით ხვდებოდა ან ბელორუსის გავლით ხდებოდა მიწოდება. შედეგად ეს გზა ჩინეთსა და ევროკავშირს შორის, მთავარი სახმელეთო სავაჭრო მარშრუტი გახდა. 2021 წლის მონაცემებით, ამ მარშრუტით დასავლეთისკენ ტვირთების ტრაფიკის 68 % და ევროპაში აღმოსავლეთით გადაზიდული ტვირთების 82% მოდის. მაგრამ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ყველაფერი მკვეთრად შეიცვალა. ცნობისათვის, „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ - ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინფინის მიერ 2013 წელს წარმოდგენილი „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელისა“ და „21-ე საუკუნის საზღვაო აბრეშუმის გზის“ შემოკლებული სახელწოდებაა. „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ გულისხმობს კონსულტაციების გზით და ყველა მხარის ინტერესების დაცვით, მის ერთობლივ მშენებლობას. იგი შემდეგ პრინციპებს ეფუძნება: სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩაურევლობა, ღია თანამშრომლობა, ჰარმონია და ჩართულობა, ბაზარზე ორიენტაცია, საერთო ინტერესები და სარგებელი. იგი მოიცავს შემდეგ ძირითად მიმართულებებს: პოლიტიკური კოორდინაცია, ინფრასტრუქტურის დაკავშირება, ვაჭრობა ბარიერების გარეშე, ფინანსური ინტეგრაცია და ხალხთაშორისი კავშირები. მისი მიზანია ევროპისა და აზიის ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებით, ხელი შეუწყოს ერთობლივ განვითარებას და საბოლოოდ, ისეთი საზოგადოების ჩამოყალიბებას, რომელსაც ექნება საერთო ინტერესები, ვალდებულებები და მომავალი, რომელშიც წარმოდგენილი იქნება პოლიტიკური ნდობა, ეკონომიკური ინტეგრაცია და კულტურული ინკლუზიურობა. „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივას სამი წლის მანძილზე 100-ზე მეტმა ქვეყანამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ დაუჭირა მხარი და ჩაერთო მასში. საქართველო მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მონაწილეა. ჩინური მხარე აღიარებს „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ მშენებლობის პროცესში საქართველოს დიდ პოტენციალს. ბოლო სამი წლის განმავლობაში, ჩინეთმა და საქართველომ ხელი მოაწერეს მემორანდუმს „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის განვითარებისთვის თანამშრომლობის შესახებ“, გაიხსნა პირდაპირი სატვირთო სარკინიგზო ხაზი და პირდაპირი ფრენა პეკინიდან თბილისის მიმართულებით, ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი, წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე. საქარველო გახდა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის დამფუძნებელი წევრი ქვეყანა. დღეისთვის, 30-მდე ჩინური კომპანია თანამშრომლობს ქართულ მხარესთან ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, ფინანსების, სოფლის მეურნეობის, ინდუსტრიული ზონების, ლოჯისტიკის, ტელეკომუნიკაციებისა და სხვა სფეროებში. საქსტატის მონაცემებით, ჩინეთი საქართველოს პირველი სავაჭრო პარტნიორია. ორ ქვეყანას შორის 2022 წლის იანვარ-მაისში სავაჭრო ბრუნვამ $400 მილიონი შეადგინა.