თეგი: ერთობლივი წვრთნები

საქართველოსა და აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალებმა გაერთიანებული ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს

თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების დასავლეთის ბატალიონის საზღვაო სპეცდანიშნულების ასეულისა და ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო სპეცდანიშნულების ჯგუფებს შორის გაერთიანებული ერთობლივი გაცვლითი წვრთნების (JCET) ფარგლებში დასკვნითი სწავლება ჩატარდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ორკვირიანი სწავლება სხვადასხვა სასწავლო კომპონენტს მოიცავადა, მათ შორის იყო სანაპირო ზოლის რეკოგნოსცირება, ზღვიდან ხმელეთზე ინფილტრაცია/ექსფილტრაცია, სანაპირო ზოლში/ნაპირზე რეიდი, ჩასაფრება იერიშები, ტაქტიკური მომზადება, ახლო მანძილზე სროლის კურსი. თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალებში გაერთიანებული ერთობლივი გაცვლითი წვრთნები (JCET) სისტემატიურად ტარდება და მასში ქართველ სამხედროებთან ერთად NATO-ს  წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. სწავლების მიზანს გამოცდილების გაზიარება და მზადყოფნის დონის ამაღლება წარმოადგენს.