თეგი: ერიკა ოლსონი
ბაქოში გამართულ რეგიონულ კონფერენციაში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში აშშ-ის ელჩები და ასევე, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე მონაწილეობდნენ
აზერბაიჯანი რეგიონულ კონფერენციას მასპინძლობს, რომელსაც ამ ქვეყანაში აშშ-ის ელჩი, ერლ ლიცენბერგერი, სომხეთში შეერთებული შტატების ელჩი ლინ ტრეისი და ამერიკის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ესწრებიან. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია საელჩოზე დაყრდნობით ავრცელებს. მისივე ცნობით, კონფერენციაზე ჩავიდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ერიკა ოლსონი. „კოლეგები ვაშინგტონიდან და რეგიონიდან შეიკრიბნენ, რათა მოსაზრებები და ინფორმაცია გაცვალონ. აშშ კავკასიის სამ ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავს აღნიშნავს. ჩვენი მხრიდან ხაზს ვუსვამთ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან პარტნიორობის განმტკიცების და მათ უფრო უსაფრთხო, სტაბილური და აყვავებული მომავლის უზრუნველყოფის მნიშვნელობას“, ნათქვამია აზერბაიჯანში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში. ბაქო, თბილისი და ერევანი ადრეც მასპინძლობდნენ მსგავს შეხვედრებს.2021 წლის შემოდგომაზე, ერიკა ოლსონმა სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში ვიზიტისას, რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობის საკითხები განიხილა. ამერიკელი დიპლომატი მაშინ საქართველოში 4 ნოემბერს ჩამოვიდა.
რა გზავნილით ეწვია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე, ერიკა ოლსონი 19 აპრილს საქართველოში იმყოფებოდა, რის შემდეგაც აზერბაიჯანში გაემგზავრა. მანამდე, ერიკა ოლსონი სომხეთში ვიზიტით ჩავიდა 17-18 აპრილს. შეხვდა სომხეთის ოფიციალურ პირებს, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რათა განეხილა სომხურ-ამერიკული ორმხრივი თანამშრომლობა და აშშ-ის დახმარება სომხეთ-აზერბაიჯანის დიპლომატიური მოლაპარაკებებში, რომელიც მიზნად ისახავს ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას. ეს ინფორმაცია გაავრცელა ერევანში ამერიკის საელჩომ. 19 აპრილს ოლსონი უკვე თბილისში შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა და ერიკა ოლსონმა გარდა იმისა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა განიხილეს და ხაზი გაესვა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განმტკიცების მნიშვნელობას, ასევე მიმოიხილეს რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო. ამ მიმართულებით კი, როგორც საქართველოს მთავრობა იუწყება, ხაზი გაესვა პრემიერ-მინისტრის მიერ ინიციირებული სამხრეთ კავკასიის სამშვიდობო-სამეზობლო ინიციატივის მნიშვნელობას. დღესვე ამერიკელი ოფიციალური პირი აზერბაიჯანში გაემგზავრა. ბაქოში ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე ოლსონი ხაზს გაუსვამს შეერთებული შტატების ერთგულებას, ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობას, დემოკრატიულ და აყვავებულ მომავალს. მისივე თანახმად, ოლსონი ხვდება მთავარ დაინტერესებულ მხარეებს, რათა მხარი დაუჭიროს სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესს. სამხრეთ კავკასიის ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე ერიკა ოლსონი თბილისში 2021 წლის ნოემბერშიც იმყოფებოდა. სახელმწიფო დეპარტამენტი: ერიკა ოლსონი სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში ვიზიტისას რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობის საკითხებს განიხილავს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მაშინ Europetime-თან განაცხადა, რომ ახლად დანიშნული მოადგილე გაემგზავრა სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში, რათა განეხილა რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობის საკითხები.