თეგი: ეროვნული უნივერსიტეტი

საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა SEU-მ და მისმა რექტორმა, პროფესორმა გია კავთელიშვილმა, Central Asian University-ისგან საერთაშორისო სამედიცინო ოლიმპიადაზე მიღწეული წარმატებისთვის მადლობის წერილი მიიღეს

საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა SEU-მ და უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გია კავთელიშვილმა, უზბეკეთის Central Asian University-ის რექტორის, კამრან გულამოვის, ოფიციალური მადლობის წერილი მიიღეს. წერილი უკავშირდება SEU-ს სტუდენტების წარმატებულ მონაწილეობას მესამე საერთაშორისო სამედიცინო ოლიმპიადაში — „Medicine of the Future 2026“, რომელიც 2026 წლის 29 ოქტომბრიდან პირველი ნოემბრის ჩათვლით გაიმართა. ოლიმპიადაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 102 გუნდი მონაწილეობდა. საქართველოს სახელით ასპარეზობდა SEU-ს გუნდი SEU REACT, რომელმაც საქართველოს მსოფლიო მასშტაბით მესამე ადგილი მოუტანა. შეჯიბრების შედეგების მიხედვით, პირველი ადგილი შვეიცარიამ დაიკავა, მეორე — იტალიამ, ხოლო მესამე — საქართველომ. Central Asian University-ის რექტორი მადლობის წერილში განსაკუთრებულად აღნიშნავს SEU-ს დელეგაციის მაღალ ცოდნასა და კლინიკურ უნარ-ჩვევებს, რაც, მისი შეფასებით, უნივერსიტეტის საგანმანათლებლო სტანდარტების მაღალ დონეს წარმოაჩენს. წერილში ასევე გამოხატულია მზადყოფნა, მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდეს უნივერსიტეტებს შორის აკადემიური თანამშრომლობა. ცნობისთვის, SEU-ს გუნდმა საერთაშორისო სამედიცინო ოლიმპიადაზე მეოთხე ადგილი დაიკავა, ხოლო ქვეყნების საერთო რეიტინგში საქართველოს მესამე ადგილი მოუტანა. ეს საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს SEU-ს სტუდენტების პროფესიულ მომზადებას, უნივერსიტეტის საგანმანათლებლო საქმიანობასა და საქართველოს წარმატებულ მონაწილეობას საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში.