თეგი: ესპორტი
თურქეთმა თხილი ექსპორტზე, 124 ქვეყანაში გაიტანა
თურქეთმა, 2022 წლის იანვარ-ივნისში, თხილი ექსპორტზე 124 ქვეყანაში გაიტანა. ინფორმაციას აღმოსავლეთ-შავი ზღვის რეგიონების თხილის ექსპორტიორთა ასოციაცია ავრცელებს. თურქეთიდან, 2022 წლის 6 თვეში ექსპორტმა, 149 701 ტონა შეადგინა, ხოლო მიღებულმა შემოსავალმა 835 მილიონ 97 ათას 371 დოლარი. თურქული თხილის მთავარი იმპორტიორები არიან გერმანია, იტალია და საფრანგეთი. გერმანიაში ექსპორტმა 2022 წლის 6 თვეში 212 641 ათასი ტონა შეადგინა, იტალიაში 156 653 ათსი ტონა, ხოლო საფრანგეთში 50 704 ათასი ტონა. იანვარ-ივნისში, გასული წლის ანალოგიური პერიოდისგან განსხვავებით, თურქეთიდან თხილის იმპორტიორთა სიას დაემატა ვენესუელა, ჯიბუტი, ეთიოპია, კოტ დ'ივუარი და მავრიტანია.