თეგი: ეუთო-ოდირი
ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი: მედია ცალსახადაა დიდი და მნიშვნელოვანი ფაქტორი საარჩევნო პროცესში
მედია ცალსახადაა დიდი და მნიშვნელოვანი ფაქტორი საარჩევნო პროცესში, – ამის შესახებ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ალბერტ იონსონმა საქართველოს პარლამენტში განაცხადა, როდესაც უპასუხა ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვას. ეუთო/ოდირის წარმომადგენლებმა პარლამენტში შეხვედრები გამართეს „რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ, როგორც ეს ნახეთ, ჩვენს ანგარიშსა და რეკომენდაციებში, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მედიაზე. მედია ცალსახად არის დიდი და მნიშვნელოვანი ფაქტორი საარჩევნო პროცესში. საარჩევნო კამპანიის დროს, როდესაც მისიის ხელმძღვანელი გახლდით, გასულ შემოდგომაზე, ჩვენ გვყავდა რვა ქართველი, რომლებიც კვირაში ექვსი დღე ადევნებდნენ თვალყურს და მონიტორინგს აწარმოებდნენ მედიაზე ჩვენი ოფისიდან. შემდეგ მოხდა ამ მონიტორინგის ანალიზი და ეს ყველაფერი არის ჩვენს ანგარიშში. მედია ცხადია, მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ალბერტ იონსონმა. ცნობისთვის, საქართველოში ვიზიტით მყოფმა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) წარმომადგენლებმა საქართველოს პარლამენტში პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრები გამართეს.