თეგი: ვაგნერის ქვედანაყოფი
გაიდაი: „ვაგნერის“ შტაბბინაზე იერიში მვიტანეთ, დაჯგუფების წევრთა უმრავლესობა დაიღუპა
ლუგანსკის ოლქის გუბერნატორის, სერჰი გაიდაის ინფორმაციით, ოკუპირებული ლუგანსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის ჯგუფის“ შტაბბინაზე იერიში მიიტანეს. სერჰი გაიდაის თქმით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ კადიივკაში, „ვაგნერის“ შტაბ-ბინაში აფეთქება მოხდა მისივე თქმით, იერიშის შედეგად „ვაგნერის ჯგუფის“წევრები დაიღუპნენ. გაიდაი მსხვერპლის რაოდენობას არ აკკონკრეტებს, თუმცა აღნიშნავს, რომ გადარჩენილი ძალების „მინიმუმ 50%“ სამედიცინო დახმარების არარსებობის გამო კიდევ დაიღუპება. PMC Wagner-ი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ ბიზნესმენ ევგენი პრიგოჟინთან არის დაკავშირებული, 2014 წელს შეიქმნა და აქტიურობდა იქ, სადაც რუსეთს მნიშვნელოვანი ინტერესები აქვს. ამ დაჯგუფების აქტივობა გამოიკვეთა სირიაში, ლიბიასა და ცენტრალურ აფრიკაში. უკრაინაში, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, PMC Wagner-ის მებრძოლები საომარ მოქმედებებში მონაწილეობენ. PMC Wagner-ი და თავად ევგენი პრიგოჟინი აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების სიაში არიან.