თეგი: ვაქცინები
თამარ გაბუნია: ვაქცინებთან დაკავშირებით ვმუშაობთ - გვქონდა კომუნიკაცია Pfizer-თან ახალ ხელშეკრულებაზე
გვქონდა კომუნიკაცია Pfizer-თან ახალ ხელშეკრულებაზე. ვაქცინების მოწოდება განახლდება უკვე პირველი კვარტლის ბოლოდან, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „თუმცა ჩვენ ადაპტირებული ვაქცინის მოლოდინიც გვაქვს. როგორც კი იქნება ადაპტირებული ვაქცინა ხელმისაწვდომი, თუკი ჩაითვალა საჭიროდ, რომ ასეთი უნდა დამზადდეს, რა თქმა უნდა ეს პირობაც გათვალისწინებულია, რომ საქართველომ მიიღოს ადაპტირებული ვაქცინა“, - განაცხადა გაბუნიამ. ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 1 480 841 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა1 289 168, გარდაიცვალა 15 628 პაციენტი.
ევროკავშირმა „მაიმუნის ყვავილის“ საწინააღმდეგო ვაქცინები მიიღო
ევროკავშირმა „მაიმუნის ყვავილის“ საწინააღმდეგო ვაქცინები მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისია ავრცელებს. ევროკომისიის ინფორმაციით, სულ ევროკავშირმა დაახლოებით 110 ათასი ვაქცინა შეიძინა. „ეს ვაქცინების მიწოდების პირველი ეტაპია, დანარჩენ დოზებს ევროკავშირის ქვეყნები უახლოეს კვირებსა და თვეებში მიიღებენ“, - აღნიშნავენ უწყებაში. ცნობისთვის, მაიმუნის ყვავილით ადამიანის დაავადების პირველი შემთხვევა აღწერილ 1970 წელს, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაშ აღწერეს. მაიმუნის ყვავილი ზოონოზური დაავადებაა, რომელიც ადამიანს უპირატესად გადაეცემა მღრნელებისა და პრიმატებისგან. ადამიანებს შორის ვრცელდება რესპირატორული გზით, ინფიცირებულ ბიოლოგიურ სითხეებთან პირდაპირი კონტაქტით ან დაინფიცირებულ საგნებთან შეხებისას. გადაცემის შემთხვევები ასევე აღწერილია არასაკმარისად დაუმუშავებელი ხორც-პროდუქტების მიღებისას. ასევე წაიკითხეთ: რა უნდა ვიცოდეთ მაიმუნის ყვავილის შესახებ - NCDC ინფორმაციას ავრცელებს
UNICEF-ი უკრაინას 1,5 მილიონზე მეტ დოზა ვაქცინას გადასცემს
გაეროს ბავშვთა ფონდი უკრაინას 30 მაცივარს და 1,5 მილიონზე მეტ დოზას სხვადასხვა ვაქცინას გადასცემს. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, მიუხედავად ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევებისა რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის გამო, ქვეყანა ვაქცინებზე უწყვეტ წვდომას უზრუნველყოფს. „ვაქცინების პირველი საპილოტე მიწოდება დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებში უახლოეს მომავალში დაიწყება ლვოვის რეგიონში“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ვიქტორ ლიაშკომ.