თეგი: ვიაჩესლავ ვოლოდინი
ვიაჩესლავ ვოლოდინმა თავდაცვის სამინისტროს გაფრთხილების შემდეგ, წვევამდელებისთვის საზღვრების ჩაკეტვაზე განცხადება უარყო
სახელმწიფო სათათბიროს სპიკერ ვიაჩესლავ ვოლოდინს, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს განმარტების შემდეგ, საკუთარი განცხადების უარყოფა მოუწია. მანამდე სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა განაცხადა, რომ წვევამდელებს მობილიზაციის გამო ქვეყნის დატოვება ეკრძალებოდათ. თავდაცვის სამინისტრომ მას შეხსენება გაუგზავნა,რომ ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებული მობილიზაცია „ნაწილობრივი“ იყო და შესაბამისდ წვევამდელებს მობილიზაციის გამო ქვეყნის დატოვება ვერ აეკრძალებოდათ. ხმაურიანი განცხადებიდან რამდენიმე საათის შემდეგ სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა თქვა, რომ „რუსეთის თავდაცვის სამინისტროსგან ახსნა-განმარტება მიიღო“. „ვინაიდან მობილიზაცია ნაწილობრივია, არ მოქმედებს 31-ФЗ კანონის 21-ე მუხლის ნორმა“, - წერს დანილოვი „ტელეგრამ არხზე“. რამდენიმე საათის განმავლობაში, ვიდრე თავდაცვის სამინისტრო სახელმწიფო სათათბიროს სპიკერისთვის განმარტებას წერდა, ანდრეი კლიშასმა, ფედერაციის საბჭოს საკონსტიტუციო კანონმდებლობის კომიტეტის ხელმძღვანელმა, კანონის ინტერპრეტაცია მოახდინა. მისი ინტერპრეტაციით, თუ წვევამდელი ტოვებს ქვეყანას მობილიზაციის დროს, ის არღვევს ფედერალურ კანონს "მობილიზაციის შესახებ..", მაგრამ არ არღვევს ფედერალურ კანონს "რუსეთის ფედერაციის დატოვების პროცედურის შესახებ ...". ინფორმაცია, სამხედრო ასაკის კაცებისთვის რუსეთის ფედერაციის საზღვრების შესაძლო დახურვაზე, 21 სექტემბერს, მობილიზაციის გამოცხადებისთანავე გავრცელდა. ათობით ათასი რუსეთის მოქალაქე, ვისაც ბრძოლა არ სურს, ქვეყნის დატოვებას მასიურად ცდილობს. უმეტესობა ახერხებს საზღვრის გადაკვეთას, მაგრამ ისინი, ვისი სახელზეც უკვე გაწვევის ცნობა მზად არის ან გაიცა, საზღვარს ვერ ტოვებენ. ერთი დღით ადრე, ვოლოდინმა შესთავაზა საზღვარზე რუსების მიერ მიტოვებული მანქანები გადაეცა "საბრძოლველად წასული ბიჭების ოჯახებს".