თეგი: ვიაჩესლავ შაპოვალოვი
კორუფციული ბრალდებების ფონზე, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე თანამდებობიდან გადადგა
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ვიაჩესლავ შაპოვალოვმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. უწყებამ კორუფციის შესახებ ბრალდებებს დაუსაბუთებელი უწოდა, თუმცა თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა რეზნიკოვმა შაპოვალოვის გადადგომას მხარი დაუჭირა. ზელენსკიმ საჯარო მოხელეებს საზღვარგარეთ შვებულების გატარება აუკრძალა და საკადრო ცვლილებები დააანონსა უკრაინაში დაადასტურეს, რომ გენპროკურორის მოადგილე თანამდებობიდან გათავისუფლებულია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილემ თანამდებობა დატოვა უწყების განმარტებით, ვიაჩესლავ შაპოვალოვმა გადაწყვეტილება კორუფციული ბრალდებების კამპანიის ფონზე მიიღო, რათა არმიის სტაბილურ უზრუნველყოფას ხელი არ შეუშალოს. შაპოვალოვი არმიის საკვებით მომარაგებაზე იყო პასუხისმგებელი.