თეგი: ვიზიტები
ფინეთი რუსეთის მოქალაქეების ტურისტულ ვიზიტებს კრძალავს
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰავისტომ პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ფინეთი რუსეთის მოქალაქეების ტურისტულ ვიზიტებს აკრძალავს. ფინეთი გეგმავს, რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლა სრულად შეუზღუდოს მისი თქმით, შესაძლოა, გადაიხედოს რუსეთის მოქალაქეებზე უკვე გაცემული შენგენის ვიზების საკითხიც. „მაგალითად, ოჯახთან ან ნათესაურ კავშირთან, სამუშაოსთან ან სწავლასთან დაკავშირებით, რუსეთის მოქალაქეებისთვის შესაძლებელი იქნება ფინეთში შესვლა. ეს უფრო დეტალურად არის ჩამოთვლილი პრინციპულ გადაწყვეტილებაში“, - განმარტა ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა. ჰუმანიტარული მიზეზები ასევე ფინეთში შესვლის გამონაკლისების საფუძველი გახდეს. პეკა ჰავისტომ ასევე განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეები ვიზის მისაღებად „ხვრელებს“ იყენებდნენ. მაგალითად, როგორიცაა უძრავი ქონების ფლობა ფინეთში ან უძრავი ქონების საკუთრების განაწილება რამდენიმე ადამიანზე, რათა გაადვილებულიყო ვიზის მიღება. „ეს ხარვეზები ახლა დაბლოკილია”, - თქვა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.