თეგი: ვილი სანიოლი

ვილი სანიოლი: კატასტროფული თამაში იყო, ბოდიში გულშემატკივარს

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ესპანეთთან მატჩი პრესკონფერენციაზე შეაჯამა და სტუმართა უპირატესობა აღიარა. „უპირველესად, დარწმუნებული ვარ, იცით, რომ თქვენს კითხვებს ყოველთვის ვპასუხობ, მაგრამ დღეს ისეთი კატასტროფული ანგარიშით წავაგეთ, 300 კითხვაზე პასუხიც არ იქნება საკმარისი. პირველ რიგში ბოდიში ჩვენს შესანიშნავ გულშემატკივარს, რომელიც ცუდი თამაშის მიუხედავად, ბოლომდე მხარს გვიჭერდა, დღეს ქებას მხოლოდ ისინი იმსახურებდნენ. შეიძლება ითქვას, დღეს არაფერი გამოგვივიდა, არც ბურთით, არც უბურთოდ, არც ტექნიკაში, არც კონტრშეტევაზე და თამაში ყველა დონეზე ჩავაგდეთ. უახლოეს პერიოდში დაველაპარაკები მოთამაშეებს, გავარჩევთ, რაც დღეს მოხდა. ვიმეორებ, კატასტროფული თამაში იყო, ეს ეხება როგორც მოთამაშებს, ასევე მე. ჩვენ პატიოსნად უნდა დავილაპარაკოთ ერთმანეთთან და უნდა შევთანხმდეთ, რა დონეზე ვართ ახლა და რა დონეზე უნდა ვიყოთ მომავალ წელს ერთა ლიგის პლეიოფისთის, იმაზეც, ნორვეგიასთან მატჩისთვისი რა მოლოდინები გამაჩნია. ცუდი და კარგი თამაში ფეხბურეთის ნაწილია, მაგრამ ასეთი ჩავარდნა დაუშვებელია, დღეს ჩავთვალე, რომ გასახდელში ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა. ბოდიში რომ დღეს ვერ გიპასუხებთ კითხვებზე, სალაპარაკო კი ბევრია. კიდევ ერთხელ ბოდიში გიხდით. ყველა ერთად ვიმუშავებთ, რომ შემდეგ მატჩში სასურველ შედეგს მივაღწიოთ,“ – განაცხადა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა. საქართველოს ნაკრებმა ესპანეთთან 1:7 წააგო.  

ვილი სანიოლი: მე საკმაოდ შორს ვარ პოლიტიკისგან, ვინ თამაშობს და ვინ არა, ეს სრულად ჩემი გადაწყვეტილებაა

„ბუდუ ზივზივაძე გუნდის ნაწილია - მე საკმაოდ შორს ვარ პოლიტიკისგან, ვინ თამაშობს და ვინ არა, ეს სრულად ჩემი გადაწყვეტილებაა,“ - ამის შესახებ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, 6-7 თვის წინ ბევრი ადამიანი აყენებდა შეურაცხყოფას, როდესაც გიორგი მიქაუტაძე სათადარიგოთა სკამზე დასვა და ბუდუ ზივზივაძე ათამაშა. „თქვენ იცით, რომ ზივზივაძე გუნდის ნაწილია, მან ითამაშა თურქეთთან რამდენიმე წუთი. ხვალინდელზე ჯერჯერობით არაფერია გადაწყვეტილი. თქვენ თქვით, რომ ეს ძალიან პოლიტიკური გახდა. მე საკმაოდ შორს ვარ პოლიტიკისგან, რადგან მე მსურს მართებული გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ ფეხბურთის ფაქტებზე დაფუძნებით. ეს სასაცილოა, რადგან მახსოვს, 6-7 თვის წინ ბევრი ადამიანი მაყენებდა შეურაცხყოფას, როდესაც მიქაუტაძე სათადარიგო სკამზე დავსვი და ბუდუ ვათამაშე. ახლა ყოველდღე შეურაცხყოფას მაყენებს ზოგიერთი სულელი საფეხბურთო მიზეზების გარეშე და ამას ვერ მივიღებ. მე ვარ ფეხბურთის მწვრთნელი და ეს ყველასთვის ნათელია, ვინ თამაშობს და ვინ არა, ეს სრულად ჩემი გადაწყვეტილებაა. უკაცრავად ასეთი ტონისთვის, მაგრამ რამდენიმე დღეა, ამის გამო ცუდ ხასიათზე ვარ,“ - აცხადებს სანიოლი. ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი ოთარ კიტეიშვილზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ის მესამე მატჩისთვის მზად იქნება. „კიტეიშვილი მესამე მატჩისთვის მზად იქნება. ჩვენ აქ ვართ და უფრო მეტი გვსურს. პორტუგალიის წინააღმდეგ თამაში რთული იქნება. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა შემდეგ ეტაპზე გავიდეთ! მესამე ტურის წინ შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი გვაქვს. ვღელავთ და გვიხარია,“ - განაცხადა ვილი სანიოლმა. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ხვალ, 26 ივნისს, ევროპის ჩემპიონატზე მატჩს პორტუგალიასთან გამართავს.  

სანიოლი: ფეხბურთელებით ძალიან ვამაყობ, იმედი მაქვს, შემდეგი გზა უფრო უკეთესი იქნება

ესპანეთთან ევროპირველობის მერვედფინალური მატჩი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა შეაფასა. "ჩვენ ძალიან გვიხარია და ვამაყობთ იმით, რაც გავაკეთეთ. მხოლოდ თამაშგარე მდგომარეობაზე საუბარი არ მსურს, მაგრამ ესპანელების პირველი გოლის დროს თამაშგარე აუცილებლად იყო. თუ ის დაფიქსირდა საფრანგეთის ნაკრების მატჩში, იყო ახლაც. VAR-ი ძალიან კარგი და ევოლუციური გამოგონებაა, თუმცა მაინც არ ვიცით, ის სწორად როგორ გამოვიყენოთ. ჩვენ დღეს დავასრულეთ ევროპის ჩემპიონატი და მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე საუბარი ძალიან ადრეა. იყო კარგი და ცუდი მომენტები, ახლა მთავარია, ყველანი დავსხდეთ და ყველაფერი გავარჩიოთ. ფეხბურთელებით ძალიან ვამაყობ. ახლა გზის დასასრულისკენ მივედით, მაგრამ იმედი მაქვს, მომდევნო გზა უფრო კარგი იქნება. ევროზე ფანტასტიკური გუნდური თამაში გვქონდა. იმედგაცრუებულები არა, მაგრამ დამწუხრებული ვართ. რამდენიმე დღეში გავიაზრებთ, რაც გავაკეთეთ და ისევ ბედნიერები ვიქნებით. დღევანდელი მატჩიდან ჩემმა ფეხბურთელებმა ერთი რამ უნდა ისწავლონ, ამ დონის მატჩისთვის 100 პროცენტით მზად უნდა ვიყოთ. ეს ყველას გვეხება - ფედერაციასაც, მეც. ჯერ უნდა დავაფასოთ ეს მომენტი და შემდეგ ვისწავლოთ მისგან. პირველი ტაიმი რომ მოგვეგო, მეორე ტაიმში მეტი ენერგია გვექნებოდა. ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი, ოთარ კიტეიშვილი დაგვიშავდა. ესპანეთის ნაკრებმა გამარჯვება დაიმსახურა. ბევრი ვიშრომეთ იმისთვის, რათა აქამდე მოვსულიყავით. მაქსიმალურად ვეცდებით, ფინალურ ეტაპზე ისევ ვითამაშოთ. გვინდა, ბევრ ქართველ გულშემატკივრებს მივცეთ შანსი, დიდ სტადიონებზე ისევ იყვნენ და ეროვნული ჰიმნი იმღერონ.“