თეგი: ვინიცა

ვინიცაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, დაიღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა

უკრაინის ქალაქ ვინიცაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, დაიღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა, მათ შორის სამი ბავშვია. ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ კირილო ტიმოშენკომ განაცხადა. ვინიცაში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად სულ მცირე, 8 ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა "არიან დაჭრილებიც. ეს არის ოკუპანტების მორიგი დანაშაული ჩვენს მშვიდ ქალაქში", - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ კირილო ტიმოშენკომ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან 249 ბავშვი მოკლეს ომის დაწყების შემდეგ, ქვეყანა 9 მილიონზე მეტმა უკრაინელმა დატოვა - გაერო უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს  

ვინიცის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: ვინიცაში სარაკეტო დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა

ქალაქ ვინიცაში განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ვინიცის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ბორზოვი ავრცელებს. უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დღემდე 23 300-ზე მეტი ომის დანაშაულია რეგისტრირებული უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან 353 ბავშვი მოკლეს "საავადმყოფოებში ამ დრომდე რჩება 68 დაზარალებული, მათ შორის 4 ბავშვი, კიდევ 4 მოქალაქე კი ამ დრომდე უგზოუკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა", - განაცხადა ვინიცის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი ბორზოვიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.  ასევე წაიკითხეთ: ვინიცაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, დაიღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა  

უკრაინაში, ვინიცის ოლქში, პუშკინისა და სუვოროვის ძეგლები აიღეს

უკრაინის ვინიცის ოლქის ქალაქ ტულჩინში, რუსი მხრდარმთავრის ალექსანდრე სუვოროვისა და პოეტის ალექსანდრე პუშკინის ძეგლების დემონტაჟი განხორციელდა.  უკრაინის ქალაქ იზმაილში, რუსი პოლკოვნიკის ალექსანდრე სუვოროვის ძეგლს დემონტაჟისთვის ამზადებენ ამის შესახებ უზენაესი რადას დეპუტატმა ლარისა ბელოზირმა განაცხადა. ფოტოზე ჩანს, როგორ ხდება ბიუსტების გადატანა კვარცხლბეკიდან ტექნიკის დახმარებით. მანამდე პოეტის ძეგლები აიღეს ჩერნივციში, ჟიტომირში, კრემენჩუგსა და ხარკოვში.  

უკრაინის ქალაქმა ვინიცამ შვეიცარიისგან სამი ტრავმაი მიიღო

კიდევ სამი შვეიცარიული (Tram2000) ტრამვაი ჩავიდა უკრაინის ქალაქ ვინიცაში, მუნიციპალური ელექტროტრანსპორტის პარკის შესავსებად. ამის შესახებ მერმა სერჰი მორგუნოვმა განაცხადა. ისინი ჩაანაცვლებენ 60-70-იან წლებში წარმოებულ Mirage ტრამვაებს, რომლებიც ვინიცამ მანამდე მიიღო პროექტის ფარგლებში, რომელიც 15 წელია გრძელდება. ვინიცის სატრანსპორტო ოპერატორებმა მიღებული ტრამვაის უკრაინის მოთხოვნებთან ადაპტაცია დაიწყეს და ზაფხულიდან დაიწყებენ მუშაობას. იფორმაციისთვის, წელს ვინიცაში ექსპლუატაციაში შევიდა 19 პოლონური Solaris Trollino ტროლეიბუსი.