თეგი: ვიოლა-ფონ კრამონი

ვიოლა ფონ კრამონი: „ქართული ოცნების“ ევროკავშირის საწინააღმდეგო კამპანია სრულად ჩავარდა

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ეხმაურება IRI-ს კვლევის შედეგებს, რომელიც აჩვენებს, რომ გამოკითხულთა 89% სრულად ან მეტ-ნაკლებად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. „ისტორიული მაქსიმუმი. ხალხმა მშვენივრად იცის, ვინ არის ნამდვილი მეგობარი და ვინ არა! სასიამოვნო სიახლე საქართველოდან! „ქართული ოცნებისა“ და მისი სატელიტების ევროკავშირის საწინააღმდეგო კამპანია სრულიად ჩავარდა. ქართველების თითქმის 90% ახლა ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს, - წერს ევროპარლამენტარი Twitter-ზე. ცნობისთვის, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევის თანახმად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მტკიცე მხარდაჭერა აქვს, ასევე გამოკითხულთა უმრავლესობა პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობის ნაკლებობას გამოხატავს და უკმაყოფილოა ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების ყოფნის გამო. უფრო კონკრეტულად, გამოკითხულთა 89% სრულად ან მეტ-ნაკლებად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. ორგანიზაციის ცნობით, მხარდაჭერა წინა კვლევასთან შედარებით, 4%-ით არის გაზრდილი და ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს. ასევე წაიკითხეთ: რამ განაპირობა ევროკავშირის მიმართ მხარდაჭერის ზრდა და რუსეთთან შემდგომი დიალოგის მსურველთა რაოდენობის შემცირება