თეგი: ვლადიმირ მედინისკი
რუსული დელეგაციის ხელმძღვანელი: უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკების პროექტი ჯერ მზად არ არის
"უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკების პროექტი ჯერ მზად არ არის", - ამის შესახებ „ინტერფაქსთან“ რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმირ მედინისკიმ განაცხადა. მედინსკის განმარტებით, ის მოლაპარაკების დრაფტისა და უფრო მაღალ დონეზე შეხვედრის მზაობასთან დაკავშირებით დავით არახამიას მიერ გამოთქმულ ოპტიმიზმს არ იზიარებს. „შეთანხმების პროექტისა და მაღალ დონეზე შეხვედრის მზაობასთან დაკავშირებით არახამიას ოპტიმიზმს სამწუხაროდ არ ვიზიარებ. ჩვენ კიდევ დიდი სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი. და მე ვხედავ, რომ უკრაინის დიპლომატიური და სამხედრო უწყებები ძალიან ჩამორჩებიან იმ შეთანხმებების რეალიზების პროცესშიც კი, რომლებიც უკვე მიღწეულია პოლიტიკურ დონეზე“, - განაცხადა მდინსკიმ. ასევე წაიკითხეთ: დავით არახამია: უკრაინას სურს, მიიღოს უსაფრთხოების გარანტიები სხვა ქვეყნებისგან და ამით შექმნას საკუთარი უკრაინული NATO ცნობისთვის, პირველ აპრილს ცნობილი გახდა, რომ წითელმა ჯვარმა ალყაში მყოფი მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია გადადო. მარიუპოლის მერის მოადგილე სერგეი ორლოვმა განაცხადა, რომ ქალაქის 80-90% დანგრეულია, ხოლო დაღუპულთა რიცხვმა 2,3 ათასს გადააჭარბა. შეგახსენებთ, რომ რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ: ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული