თეგი: ვლადომერ პუტინი
პუტინმა უკრაინის ტერიტორიების ანექსია ოფიციალურად გააფორმა
კრემლში, ვლადიმერ პუტინმა დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ანექსია ოფიციალურად გააფორმა. რუსეთის პრეზიდენტმა მოსკოვში ლუგანსკის და დონეცკის ე.წ სახალხო რესპუბლიკებთან (LPR და DPR), ხერსონისა და ზაპოროჟიის რეგიონებთან რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანების „ხელშეკრულებები“ გააფორმა. პუტინმა უკრაინის რეგიონების ხერსონისა და ზაპოროჟიეს „დამოუკიდებლობის აღიარების“ შესახებ განკარგულებებს ხელი მოაწერა რუსეთის პარლამენტში ანექსიის კენჭისყრა მომავალ კვირას გაიმართება, რის შემდეგაც პუტინი ოკუპირებული ტერიტორიების „მიმაგრებას“ რუსეთის კონსტიტუციაში გააფორმებს. რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა ყალბი რეფერენდუმის შედეგები 28 სექტემბერს გამოაცხადეს. უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები, აიძულეს რუსეთთან შეერთების ყალბ რეფერენდუმებზე მიეცათ ხმა. მის შედეგებს საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს.