თეგი: ვოლადიმირ ზელენსკი

ვენეციის კინოფესტივალის გახსნაზე ვიდეომიმართვისას ზელენსკიმ უკრაინაში ომი საშინელებათა ფილმს შეადარა

ოთხშაბათს ღამით ვენეციის 79-ე კინოფესტივალის გახსნის ღონისძიებაზე უკრაინის პრეზიდენტის ვოლადიმირ ზელენსკის ვიდეოგზავნილი გავრცელდა. წინასწარ ჩაწერილ ვიდეოში ზელენსკიმ უკრაინის ომს 189-დღიანი საშინელებათა ფილმი უწოდა. „ეს არის დრამა, რომელიც დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე. დიდი ტრაგედია…“, - განაცხადა უკრაინის ლიდერმა. უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა კინოსამყაროს, „არ გაჩუმდეს“ და „დაიღალოს“ მიმდინარე კონფლიქტის შესახებ საუბრით. ზელენსკის ვიდეო ომში აქამდე დაღუპული ბავშვებისა და მოზარდების სახელების სიას შეიცავდა. უკრაინის პრეზიდენტმა მსგავსი გზავნილი მაისში კანის კინოფესტივალის გახსნაზეც გაავრცელა. კანში მისი გზავნილი პირდაპირ ეთერში ფრანგულ ენაზე ითარგმნა. ზელენსკის გამოსვლას აპლოდისმენტები მოჰყვა. 79-ე საერთაშორისო კინოფესტივალი ოთხშაბათს ღამით დაიწყო და 10 სექტემბრამდე გასტანს.