თეგი: ვსევოლოდ კნიაზევი

მედიის ცნობით, უკრაინის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე 2.7 მილიონი დოლარის ქრთამის აღებისთვის დააკავეს

3 მილიონი დოლარის ქრთამის აღებისთვის, უკრაინის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ვსევოლოდ კნიაზევი დააკავეს. ამის შესახებ უკრაინული მედია ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროსა და სპეციალურ ანტიკორუფციულ პროკურატურაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს. მისივე თანახმად, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ვსევოლოდ კნიაზევმა, ქრთამი აიღო პირებისგან, რომლებიც ოლიგარქ კონსტანტინ ჟევაგოს ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებდნენ. ზენაეს სასამართლოში დაადასტურეს, რომ გამოაშკარავდა მასშტაბური კორუფცია, კერძოდ, უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელობისა და მოსამართლეების მიერ არასათანადო სარგებლის მიღების სქემა. ვსევოლოდ კნიაზევი უკრაინის უზენაეს სასამართლოს 2021 წლის დეკემბრიდან ხელმძღვანელობს. ცნობისთვის, 19 აპრილს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ წინა ინსტანციების გადაწყვეტილება შეცვალა და ჟევაგოს პოლტავის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის აქციების 40%-ზე მეტი დაუბრუნა. განახლება: უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა სააგენტომ და სპეციალურმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ ოფიციალურად დაადასტურეს ქვეყნის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ვსევოლოდ კნიაზევის დაკავება. კნიაზევი ქრთამის აღებაშია ეჭვმიტანილი.