თეგი: ზაპორიჟიე
რაზე შეთანხმდნენ უკრაინული და ამერიკული მხარეები ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებულ შეხვედრაზე
უკრაინის სახელმწიფო ბირთვული მარეგულირებელი ინსპექციისა და უკრაინაში შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლებმა ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ვითარების ესკალაცია განიხილეს. უკრაინული მედიის ცნობით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ასეთ რთულ პირობებში უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, ხელახლა დაამყაროს კონტროლი ზაპორიჟიეზე და მინიმუმამდე დაიყვანოს რისკები. 9 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა რომ, მსოფლიომ არ უნდა დაივიწყოს ჩერნობილის კატასტროფა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგური ყველაზე დიდია ევროპაში. ბოლო დღეების განმავლობაში, რუსული ჯარები აქტიურად ხსნიდნენ ცეცხლს ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის და ქალაქ ენერჰოდარის მიმართულებით. უკრაინა თვლის, რომ რუსეთი საფრთხეს უქმნის ბირთვულ უსაფრთხოებას. ევროპის უმსხვილეს ატომურ ელექტროსადგურზე სიტუაცია „სრულიად უკონტროლოა“ და დღითიდღე უფრო საშიში ხდება, ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელმა განაცხადა. რაფაელ გროსიმ Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თხოვნით მიმართავს რუსეთს და უკრაინას, რომ ექსპერტები ადგილზე სწრაფად დაუშვან, რათა სიტუაციის სტაბილიზაცია და ბირთვული ავარიის თავიდან აცილება შეძლონ. ესტონეთი მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს ბირთვული ტერორიზმი ზაპორიჟიეში Associated Press-ი წერს, რომ რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს დაკავებამ განაახლა შიში, რომ უკრაინის 15 ბირთვული სადგურიდან უმსხვილესი შესაძლოა, დაზიანებულიყო, რასაც 1986 წლის ჩერნობილის ავარიის მსგავსი კატასტროფა მოჰყვებოდა.
უკრაინა: რუსეთის ძალებმა ზაპოროჟიეში 9 რაკეტა გაისროლეს
ზაპორიჟიეს მერის მოვალეობის შემსრულებელმა ანატოლი კურტიევმა 24 აგვისტოს განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა ცხრა რაკეტა გაუშვეს ქალაქ ზაპორიჟიეში და ინფრასტრუქტურული ობიექტები დაბომბეს. კურტიევის თქმით, ექვსი საცხოვრებელი კორპუსის ფანჯრის მინები და ჩარჩოები განადგურდა. რუსეთის ძალების ქალაქს მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტად ბომბავდნენ. როგორ ხვდება უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს შეგახსენებთ, დღეს უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. გაძლიერებული საფრთხის გამო თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით განგაშის სიგნალია ჩართული.