თეგი: ზოოპარკი
სან ანტონიოს ზოოპარკი ვიზიტორებს სთავაზობს, ტარაკნებს ყოფილი შეყვარებულის სახელი დაარქვან
სან ანტონიოს ზოოპარკი ვიზიტორებს ყოფილი შეყვარებულებისადმი ვალენტინობის მილოცვის უჩვეულო ფორმას სთავაზობს. მათ 10 დოლარად შეეძლებათ, ტარაკნებს ყოფილი შეყვარებულის ან პარტნიორის სახელი დაარქვან, ამის შემდეგ კი, ტარაკნები ცხოველებს აჭამონ. ადმინისტრაციის განმარტებით, ეს პირდაპირი გზავნილი იქნება ყოფილი შეყვარებულისადმი, რომ მის მიმართ ინტერესი დაკარგეს. მათ, ვისაც არ უყვარს ტარაკნები, შეუძლიათ, აირჩიონ ბოსტნეული 5 დოლარად ან მღრღნელი 25 დოლარად. მათ, ვისაც განსაკუთრებით ჯიუტი ყოფილი პარტნიორი ჰყავს, შეუძლიათ, $150 გადაიხადონ, რომელიც მოიცავს პერსონალიზებულ ვიდეო-შეტყობინებას მიმღებისთვის (ყოფილი შეყვარებულისთვის), რომელშიც ნაჩვენებია მათი ტარაკანი, მღრღნელი ან ბოსტნეული, რომლითაც ცხოველებს „გაუმასპინძლდნენ“. „ჩვენი ყოველწლიური ღონისძიება ძალიან პოპულარულია. გასულ წელს 8000-ზე მეტი შემოწირულობა შემოვიდა 50-ვე შტატიდან და 30-ზე მეტი სხვადასხვა ქვეყნიდან. ახლა ჩვენ გასული წლის რეკორდის მოხსნას ვაპირებთ“, - განუცხადა CNN-ს ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორმა საილ პერესმა.