თეგი: ზურაბ კიკნაძე
ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ კიკნაძე 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ კიკნაძე 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ზურაბ კიკნაძე 1933 წლის 3 ოქტომბერს დაიბადა. 1940-1951 წლებში სწავლობდა თბილისის მე-7 ვაჟთა სკოლაში. 1951 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამასთან, კიკნაძე არის რამდენიმე წიგნისა და არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; პეტერბურგის, მოსკოვის, იერუსალიმის, ხოლონის, პარიზის, რომის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების, ბიბლიური საზოგადოების ფორუმების (ბუქარესტი, კვიპროსი, მოსკოვი, ბრიუსელი) მონაწილე. სხვადასხვა დროს ლექციებს კითხულობდა პეკინში, როდოსში, მალაგასა და გრანადაში. ზურაბ კიკნაძეს ჰომეროსის „ოდისეის“ თარგმნისათვის (1975, თ. ჩხენკელთან ერთად) 1978 წელს მიენიჭა ივანე მაჩაბლის სახელობის პრემია, ხოლო ავტორთა ჯგუფთან ერთად, პუბლიცისტიკის დარგში წიგნისათვის „საყმაწვილო მითოლოგიური ლექსიკონი“ – სახელმწიფო პრემია. მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის მედალი (2006 წ.) ზურაბ კიკნაძის პირველი თარგმანი – „გილგამეში“ (შესავლით, ლექსიკონითა და კომენტარებითურთ) 1963 წელს გამოაქვეყნდა.