თეგი: ზურაბ პოლილიკაშვილი

ზურაბ პოლოლიკაშვილის თქმით, საქართველოში მადრიდის „ატლეტიკოს“ აკადემია გაიხსნება

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში მადრიდის „ატლეტიკოს“ აკადემია გაიხსნება. პოლოლიკაშვილის თქმით, შესაბამისი მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. „საქართველოში ატლეტიკოს აკადემია გაიხსნება, რომლის მხარდაჭერით ყოველწლიურად 10 ქართველი ბავშვი შეძლებს იცხოვროს და ითამაშოს მადრიდის „ატლეტიკოს“ საშინაო არენაზე – ვანდა მეტროპოლიტანოზე. ძალიან დიდი და სერიოზული პროექტია. ორი დღის წინ გვქონდა ბოლო მოლაპარაკება. ვფიქრობ, მომავალი 5-7 წლის განმავლობაში ქართველ ბავშვებს ძალიან მაგარი შანსი ექნებათ”, – განაცხადა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა „იმედთან“. „ატლეტიკო მადრიდი“ არის ესპანეთის საფეხბურთო კლუბი ქალაქ მადრიდიდან. ასპარეზობს პრიმერა დივიზიონში. საშინაო მატჩებს ატარებს ესტადიო ვანდა მეტროპოლიტანოზე. დაარსდა 1903 წელს და დღემდე ერთ-ერთი წამყვანი კლუბია ესპანეთში. „ატლეტიკო“ ტიტულების სიმრავლით მხოლოდ მადრიდის „რეალს“ და კატალონიის „ბარსელონას“ ჩამორჩება ესპანეთის მასშტაბით. „ატლეტიკო“ დღესაც ევროპულ გრანდად მოიაზრება. კლუბი 2010[1] და 2012 წლებში გახდა უეფას ევროპა ლიგისა და უეფას სუპერთასის გამარჯვებული. 2014 წელს გუნდმა მოიგო ლა ლიგა, ესპანეთის სუპერთასი, მონაწილეობდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.