თეგი: ზღვის მცველი
თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა NATO-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში ქართული კონტინგენტის მონაწილეობას მხარი დაუჭირა
თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა NATO-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში ქართული კონტინგენტის მონაწილეობის შესახებ შეთანხმებას მხარი დაუჭირა კომიტეტს, რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ტექნიკური შეთანხმების დოკუმენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, ლანა ცანავამ წარუდგინა. NATO-ს ოპერაციის ფარგლებში, საბერძნეთის ხომალდებზე ქართული ქვედანაყოფის განთავსებას ახალი შეთანხმება დაარეგულირებს პარლამენტის პრესსამსახურის თანახმად, მან დეტალურად ისაუბრა პროექტზე - „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საბერძნეთის რესპუბლიკის ეროვნულ თავდაცვის სამინისტროს შორის საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეების NATO-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მონაწილეობისას საბერძნეთის საზღვაო ძალების ხომალდებზე განთავსებასთან დაკავშირებით“. დოკუმენტის თანახმად, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეებს საშუალება მიეცემათ, განთავსდნენ საბერძნეთის საზღვაო ძალების იმ ხომალდებზე, რომლებიც NATO-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში - „ზღვის მცველი“ მიიღებენ მონაწილეობას. ოპერაციის მთავარ მიზანს ზღვაზე ტერორიზმთან ბრძოლა, თავისუფალი მიმოსვლის ხელშეწყობა, უკანონო ეკონომიკური საქმიანობის აღკვეთა და საოპერაციო არეალში არსებული საზღვაო ვითარების შესახებ ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს. კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას შეფასებით, წარმოდგენილი შეთანხმება მნიშვნელოვან დოკუმენტს წარმოადგენს, რაც საქართველოს სანაპირო დაცვის მოსამსახურეებს NATO-ს სტანდარტებთან დაახლოებაში ხელს შეუწყობს. მისივე თქმით, საქართველო, როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე მოკავშირე, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან მჭიდრო თანამშრომლობას აგრძელებს და NATO-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში მონაწილეობა ამის ნათელ მაგალითს წარმოადგენს. NATO-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაცია „ზღვის მცველი“ (MSO SEA GUARDIAN) 2016 წლის ნოემბერში ამოქმედდა და 2001-2016 წლებში მიმდინარე NATO-ს მე-5 მუხლის ქვეშ მოქმედი საზღვაო ოპერაცია - „აქტიური ძალისხმევა“ (Operation Active Endeavor) ჩაანაცვლა.
პარლამენტმა NATO-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობას მხარი დაუჭირა
საქართველოს პარლამენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეების NATO-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მონაწილეობისას საბერძნეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდებზე განთავსებასთან დაკავშირებით“ უწყებათაშორისი საერთაშორისო შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. შსს-ს თანახმად, შეთანხმება წარმოადგენს ოპერაციაში „ზღვის მცველი“ სანაპირო დაცვის კანონაღსრულების ტაქტიკური ქვედანაყოფების ჩართულობის და საბერძნეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდებზე განთავსების წინაპირობას, რაც ამავდროულად, NATO-ს საზღვაო კომპონენტებთან ურთიერთთავსებადობის ამაღლებისა და ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში საქართველოს ღირსეული წვლილის შეტანას ემსახურება. თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა NATO-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში ქართული კონტინგენტის მონაწილეობას მხარი დაუჭირა „სანაპირო დაცვის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფებმა წარმატებით გაიარეს NATO-ს შეფასების ოთხწლიანი პროგრამა, რის შედეგადაც ალიანსმა საქართველოს NATO-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციის - ,,ზღვის მცველის“ ოპერაციული პარტნიორის სტატუსი მიანიჭა. NATO-ს არაწევრი ქვეყნებიდან საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელსაც შესაბამისი ქვედანაყოფების მიერ სათანადო სერტიფიცირების დასრულების შედეგად აღნიშნული სტატუსი მიენიჭა. საბერძნეთი იყო პირველი სახელმწიფო რომელმაც, მზაობა გამოთქვა NATO-ს ოპერაციის ფარგლებში, საკუთარი საზღვაო ძალების ხომალდებზე საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ტაქტიკური ქვედანაყოფი განეთავსებინა. მიმდინარე წელს, 16 სექტემბრიდან 29 სექტემბრამდე, სანაპირო დაცვის 12 მოსამსახურის შემადგენლობით, დაგეგმილია NATO-ს ოპერაციაში ,,ზღვის მცველი“ მონაწილეობა“, - აცხადებს შსს. NATO-ს ოპერაციის ფარგლებში, საბერძნეთის ხომალდებზე ქართული ქვედანაყოფის განთავსებას ახალი შეთანხმება დაარეგულირებს „ზღვის მცველი“ წარმოადგენს, NATO-ს ეგიდით მოქმედ, დღეისათვის, ერთადერთ ოპერაციას, რომლის მთავარი ამოცანაა ტერორიზმთან ბრძოლა, თავისუფალი მიმოსვლის ხელშეწყობა, საზღვაო უსაფრთხოების შესაძლებლობების გაზრდა, უკანონო ეკონომიკური საქმიანობის აღკვეთა და საოპერაციო არეალში არსებული საზღვაო ვითარების შესახებ ცნობიერების ამაღლება.