თეგი: თურქმენული გაზი
თურქმენული გაზის ევროპაში ტრანსპორტირებისთვის სამუშაო ჯგუფი შეიქმნება - მევლუთ ჩავუშოღლუ
თურქმენული გაზის ევროპაში ტრანსპორტირების საკითხზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ თურქეთის, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. თურქმენეთი და აზერბაიჯანი, ევროპის მიმართულებით ენერგორესურსების დივერსიფიკაციას გეგმავენ მან აღნიშნა, რომ თურქული სახელმწიფოების ორგანიზაცია თანამშრომლობის ყველაზე მნიშვნელოვანი პლატფორმაა. „ჩვენ ვდგამთ ქმედით ნაბიჯებს აზერბაიჯანთან სხვადასხვა მექანიზმების ფარგლებში. აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი სამხრეთ გაზის დერეფნისა და TANAP-ით ევროპაში ტრანსპორტირდება. თურქმენეთის ბუნებრივი აირის საკითხთან დაკავშირებით ასევე მზად ვართ გადავდგათ ერთობლივი ნაბიჯები. გადავწყვიტეთ ამ საკითხზე სამუშაო ჯგუფის შექმნა. ენერგეტიკულ თანამშრომლობის შესახებ დღეს ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმი ასევე ქმნის აუცილებელ ჩარჩოებს“, - დასძინა ჩავუშოღლუმ.