თეგი: იმიგრანტი

2022 წელს საქართველოში რუსეთის 62 304 მოქალაქე იმიგრირდა - ჯამში იმიგრანტთა რიცხვი 142.9%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წელს, იმიგრანტების რიცხოვნობა 142.9%-ით გაიზარდა და 179 778 კაცი შეადგინა. იმიგრანტების 84.3% და ემიგრანტების 86.7%, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენენ. „იმიგრანტების რიცხოვნობა 142.9 პროცენტით გაიზარდა და 179 778 კაცი შეადგინა. ამავე პერიოდში, იმიგრანტების 84.3 პროცენტი და ემიგრანტების 86.7 პროცენტი, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენენ. 2022 წელს, იმიგრანტების 30.3 პროცენტს, ხოლო ემიგრანტების 80.5 პროცენტს საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ”, - ნათქვამია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 2022 წელს საქართველოში რუსეთის 62 304 მოქალაქე იმიგრირდა. შედეგად, სხვაობამ ემიგრანტებსა და იმიგრანტებს შორის 54,509 შეადგინა. ინფორმაციისთვის, იმიგრანტად ითვლება პირი, რომელმაც გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი და ბოლო 12 თვის განმავლობაში სულ მცირე 183 დღით (შესაძლებელია ეს იყოს რამდენიმე შემოსვლის კუმულაციური ჯამი) იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე და საქართველო არ იყო მისთვის მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანა (მას საქართველოს საზღვრებს გარეთ წინა 12 თვეში გატარებული ჰქონდა სულ მცირე 183 დღე).