თეგი: იმპორტიორები
ეკონომიკის მინისტრმა იაფი საწვავის შემოტანის საკითხი, ქსელურ კომპანიებთან განიხილა
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საწვავის ბაზარზე გვქონდეს სრულფასოვანი, კონკურენტული გარემო და შესაძლებელი იყოს გაძვირებული საწვავის მოსახლეობისთვის მაქსიმალურად იაფ და ხელსაყრელ პირობებში მიწოდება, - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა საწვავის დისტრიბუტორ მცირე ქსელების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა. ირაკლი ლექვინაძე: მსხვილ კომპანიებს საწვავის ფასის შემცირების რესურსი ჰქონდათ ეკონომიკის მინისტრი საწვავის ფასის შემცირებას ელის ეკონომიკის მინისტრი საწვავის გაძვირებას გარე ფაქტორებს უკავშირებს. მისი თქმით, შექმნილი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან, საომარი ვითარებიდან გამომდინარე, რომელიც რეგიონშია, მსოფლიო ფასები საწვავზე ძალიან მაღალია. „გვესმის, რომ გლობალურ ტენდენციას საქართველო ვერ ასცდება, მაგრამ ჩვენი მიზანია, მაქსიმალური კოორდინაციით მოხდეს იაფი წყაროებიდან საწვავით მომარაგება, ასევე მარჟების მინიმუმამდე დაყვანა იმისთვის, რომ ჩვენს მოსახლეობას მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობებით მივაწოდოთ საწვავი“ - აღნიშნა მინისტრმა. ლევან დავითაშვილის განცხადებით, ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია საწვავზე ფასის შემცირება: „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფასის დაწევა და მოსახლეობის გაძვირებული საწვავის მაქსიმალურად ხელსაყრელ, იაფ და ხელმისაწვდომ პირობებში მიწოდება, ამაზე ვისაუბრეთ მცირე ქსელების წარმომადგენლებთან. ასევე განვიხილეთ მათი მხრიდან დაყენებული პრობლემები, ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა შეიძლება სახელმწიფომ გააკეთოს კონკურენტუნარიანობის ზრდისთვის, ვისაუბრეთ მოწოდების ალტერნატიულ წყაროებზე, რომლებიც შეიძლება შედარებით უფრო იაფი იყოს, ასევე ხარისხის საკითხებზე და სანდოობაზე“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. გაიაფდება თუ არა საწვავი საქართველოში ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, კომუნიკაცია მიმდინარე კვირაში შედგება საწვავის უფრო მსხვილი ქსელების წარმომადგენლებთან. „ასევე ვგეგმავთ მონიტორინგის მასალების გაანალიზებას, რომელიც კონკურენციის სააგენტომ განახორციელა და, საბოლოოდ, იმედი გაქვს, რომ მაქსიმალური კოორდინაციით ბაზარზე გვექნება ტრანსფარენტული და კონკურენტული გარემო“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. დღეს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე საწვავის მცირე ქსელების მფლობელ კომპანიებს და დისტრიბუტორებს შეხვდნენ.