თეგი: ინტოქსიკაცია
მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან დღემდე, CO-თი ინტოქსიკაციით 10 ადამიანი დაიღუპა
მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან დღემდე, CO-თი ინტოქსიკაციით 10 ადამიანი დაიღუპა, მოიწამლა 51 მოქალაქე, - ამის შესახებ გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილემ, გიორგი ლეფსვერიძემ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა. მისივე თქმით, გარდაცვლილი და მოწამლული პირების 90% ნაქირავებ და ნაგირავებ ბინებში ცხოვრობდა. „მიმდინარე წელს მოწამლული და გარდაცვლილი აბონენტების 90% ნაქირავებ და ნაგირავებ ბინებში ცხოვრობდა. მინდა შევახსენო მოსახლეობას და აბონენტებს, თუ თქვენ ბინის დაქირავებას ან დაგირავებას გადაწყვიტეთ, დაქირავებამდე/დაგირავებამდე აუცილებლად მოგვმართეთ. 240 40 04 - ეს არის ჩვენი კომპანიის ცხელი ხაზი, მოითხოვეთ შემოწმება და ჩვენი სპეციალისტები მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში, აღნიშნულ ბინაში მოვლენ, შეამოწმებენ და მოგცემენ მითითებას და თუ რაიმე არის გამოსასწორებელი, მაგასაც შესაბამისი აქტით დააფიქსირებენ“, - განაცხადა ლეფსვერიძემ.