თეგი: ირანული დრონი

უკრაინის ძალებმა 23 ოქტომბერს 12 ირანული დრონი ჩამოაგდეს - გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა 23 ოქტომბერს 12 ირანული დრონი ჩამოაგდეს. უკრაინის გენშტაბის ცნობით, დადასტურდა მოწინააღმდეგის იარაღისა და სამხედრო ტექნიკის ექვსი ზონის განადგურება. უკრაინის თავდაცვის ძალებმა თავის მხრივ, დაარტყეს სამეთაურო პუნქტს, ცოცხალ ძალას, იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის ხუთ ზონას, საბრძოლო მასალის საცავსა და რუსული ჯარების საზენიტო სარაკეტო კომპლექსს. უკრაინული ძალები დონეცკის ოლქის რამდენიმე დასახლებულ პუნქტთან რუსეთის თავდასხმებს იგერიებენ - გენშტაბი 23 ოქტომბრის მონაცემებით, რუსეთმა უკრაინაში მიმდინარე ომში დაკარგა დაახლოებით 67 470 ჯარისკაცი, მათ შორის 400 მხოლოდ გასულ დღეს“, - იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.  

გენშტაბი: უკრაინელმა სამხედროებმა 14 ირანული დრონი ჩამოაგდეს

ბოლო დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა 14 ირანული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. შესაბამის ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს. „ბოლო 24 საათის განმავლობაში თავდაცვის ძალების საჰაერო ძალებმა 22 დარტყმა მიაყენეს მოწინააღმდეგის პერსონალს, ასევე, ოთხი დარტყმა განხორციელდა მოწინააღმდეგის საზენიტო-სარაკეტო სისტემების პოზიციებზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში. ამასთან, გასული დღის განმავლობაში უკრაინულმა სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა დაარტყეს მტრის სამეთაურო პუნქტს, სამ პირად შემადგენლობას, იარაღისა და სამხედრო ტექნიკისა და საბრძოლო მასალის საცავს.

ზელენსკი: საჰაერო თავდაცვის ძალებმა დღეს დილით მტრის ყველა დრონი ჩამოაგდეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, საჰაერო თავდაცვის ძალებმა დღეს დილით მტრის ყველა დრონი ჩამოაგდეს. „ტერორისტებმა დღეს დილით დაიწყეს თავდასხმა 13 უპილოტო თვითმფრინავით. წინასწარი ინფორმაციით, 13-ვე უპილოტო თვითმფრინავი ჩვენმა უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს! მე ვამაყობ თქვენით!“, - განაცხადა ზელენსკიმ. პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა მოქალაქეებს, უგულვებელყონ საჰაერო თავდასხმის სიგნალები. როგორც ცნობილია, კიევსა და რეგიონში დილის უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმის შედეგად ორი ადმინისტრაციული შენობა და კერძო სახლი დაზიანდა.