თეგი: იუნესკო
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოსა და კავკასიის ისტორიაში პირველად, იუნესკო-ს გადაწყვეტილებით, ორ ტერიტორიას ჩვენს ქვეყანაში ბიოსფერული რეზერვატის სტატუსი მიენიჭა
საქართველოსა და კავკასიის ისტორიაში პირველად, იუნესკო-ს გადაწყვეტილებით, ორ ტერიტორიას ჩვენს ქვეყანაში ბიოსფერული რეზერვატის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია აღნიშნული. მისი თქმით, ამ ისტორიული შედეგისთვის მთავრობა 2015 წლიდან მუშაობდა და მადლობას უხდის პროექტში ჩართულ თითოეულ სახელმწიფო უწყებას, აგრეთვე ქვეყნის საერთაშორისო მეგობრებსა და პარტნიორებს. „ბიოსფერული რეზერვატი, ბუნებრივი და ადამიანური რესურსების გონივრული გამოყენების გზით, აუმჯობესებს რეგიონის ეკოლოგიურ, ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას, ხელს უწყობს ბიზნესსაქმიანობას, განსაკუთრებით, ორგანული პროდუქციის წარმოების კუთხით, ზრდის ტურისტულ პოტენციალს და, ამდენად, უმნიშვნელოვანესია მრავალფეროვანი ადგილობრივი ეკონომიკის მდგრადი განვითარებისთვის. დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატისა და სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატის საერთაშორისო აღიარება დადებით გავლენას მოახდენს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე და როგორც რეგიონის, ისე მთლიანად ქვეყნისათვის განვითარების ახალ შესაძლებლობებს გააჩენს. ამ ისტორიული შედეგისთვის ჩვენ 2015 წლიდან ვმუშაობდით. მადლობას ვუხდი ძალისხმევისათვის პროექტში ჩართულ თითოეულ სახელმწიფო უწყებას, აგრეთვე ჩვენს საერთაშორისო მეგობრებსა და პარტნიორებს“, – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.
იუნესკო: უკრაინაში 152 კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლი მთლიანად, ან ნაწილობრივ განადგურდა
იუნესკოს ექსპერტების ინფორმაციით, უკრაინაში 152 კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლი მთლიანად ან ნაწილობრივ განადგურდა. ბრიტანეთის დაზვერვა: რამდენიმე თვეში, რუსეთის არმია თავის რესურსებს ამოწურავს საბრძოლო მოქმედებების შედეგად ნაწილობრივ, ან მთლიანად განადგურდა 152 კულტურული ობიექტი, მათ შორის 70 რელიგიური შენობა, 30 ისტორიული შენობა, 18 კულტურული ცენტრი, 15 ძეგლი, 12 მუზეუმი და შვიდი ბიბლიოთეკა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
იუნესკომ ქალაქი ოდესა მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიყვანა
იუნესკომ (გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია) უკრაინის საპორტო ქალაქი ოდესა მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიყვანა. გადაწყვეტილება პარიზში დაჩქარებული პროცედურის შემდეგ დამტკიცდა. ამის შესახებ კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრმა ალექსანდრე ტკაჩენკომ განაცხადა. ქალაქის ცენტრი იდენტიფიცირებულია, როგორც ნგრევის საფრთხის ქვეშ მყოფი ტერიტორია. ოდესის საკრებულომ მადლობა გადაუხადა იუნესკოსა და ევროპის ქვეყნების მთავრობებს მხარდაჭერისთვის. „ჩვენ კიდევ ერთხელ ვამტკიცებთ, რომ ოდესა არის უკრაინული ქალაქი და ასევე ევროპის სული. რაც აისახება მის უნიკალურ მემკვიდრეობაზე, რომელიც ევროპელებმა შექმნეს. ახლა კი ეს მემკვიდრეობა საიმედო დაცვის ქვეშაა“, – აღნიშნეს ქალაქის საკრებულოში.