თეგი: კაზინოები

ყირგიზეთში კაზინოების საქმიანობა ლეგალური ხდება

ადგილობრივი მედიის ცნობით, ყირგიზეთში კაზინოები და სათამაშო აპარატების დარბაზები გაიხსნება - ამჯერად მხოლოდ უცხოელებისთვის. 22 ივნისს პარლამენტმა შესაბამისი კანონპროექტი სამი მოსმენით მიიღო. ყირგიზეთის პრეზიდენტმა სადირ ჯაფაროვმა კი 30 ივნისს შესაბამის კანონს ხელი მოაწერა.  მინისტრთა კაბინეტი და პრეზიდენტი მხარს უჭერენ აზარტული თამაშების ლეგალიზაციას და ამას ეკონომიკური აუცილებლობით ხსნიან. კანონის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ კაზინოს გახსნა მოქალაქეებს დააზარალებს. თავდაპირველად ხელისუფლება გეგმავდა ყირგიზეთის ლას-ვეგასის ისიკ-კულში აშენებას, მაგრამ შემდეგ გადაწყვიტეს, რომ ეს ბიზნესი მთელი ქვეყნის მასშტაბით გაეხსნათ. კანონის თანახმად, აზარტული თამაშების ზონებში მხოლოდ 21 წელს გადაცილებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები დაიშვებიან. თუ დარბაზში ყირგიზეთის მოქალაქე მოხვდება, კაზინოს ლიცენზია ჩამოერთმევა.