თეგი: კასპიის მილსადენის კონსორციუმი
კასპიის მილსადენის კონსორციუმი ნავთობის ამოტუმბვას დროებით წყვეტს
კასპიის მილსადენის კონსორციუმმა (CPC), რომელიც ყაზახური ნავთობის ექსპორტს ახორციელებს, 9 აპრილიდან მუშაობა შეაჩერა. „2024 წლის 9 აპრილის მდგომარეობით, CPC-მა თენგიზ-ნოვოროსიისკის ნავთობსადენის ობიექტებზე ახალი აღჭურვილობის მოვლა და დაკავშირება დაიწყო. ამ დროისთვის საზღვაო ტერმინალში ნავთობის ჩატვირთვაც შეჩერებულია, მისი აღდგენა 11 აპრილს იგეგმება,“ - ნათქვამია განცხადებაში. CPC-ის განმარტებით, ნავთობის ამოტუმბვის 72-საათიანი შეჩერებები წელიწადში ორჯერ მაინც ხდება. „მათი განრიგი წინასწარ კოორდინირებულია ყველა გამგზავნთან, ასევე, ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროსთან,“ - აღნიშნავს კონსორციუმი. ყაზახეთისთვის მთავარი საექსპორტო მარშრუტი კასპიის მილსადენის კონსორციუმია, რომელიც რუსეთის საზღვაო ტერმინალთან, ნოვოროსიისკის მახლობლად მთავრდება. ცნობისთვის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი (BTC) შექმნილია კასპიის ნავთობის ტრანსპორტირებისთვის თურქეთის პორტ ჯეიჰანში, რომელიც ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. ყაზახეთი ცდილობს, გაზარდოს ნავთობის ექსპორტი რუსეთის გვერდის ავლით, წელს, ის BTC-ით 1,5 მილიონი ტონა ნავთობის ექსპორტს გეგმავს.