თეგი: კატალონია
კატალონიის ნუდისტური ფედერაცია საცურაო კოსტიუმებით შემოსილ ტურისტებს „დისკრიმინაციაში“ ადანაშაულებს
კატალონიის ნატურისტ-ნუდისტთა ფედერაციამ კატალონიის მთავრობას წერილით მიმართა და იმ „დისკრიმინაციის“ მოგვარება სთხოვა, რომელსაც მათი თქმით, ნუდისტები კატალონიის პლაჟებზე აწყდებიან. „ადრე ხალხი ნუდისტურ სანაპიროზე ან გაშიშვლდებოდა ან საერთოდ ტოვებდა მას. ახლა ისინი საცურაო კოსტიუმით რჩებიან. ვერ აცნობიერებენ, რომ თუ ბევრნი იქნებიან, დისკომფორტს შეგვიქმნიან. ეს პატივისცემის ნაკლებობაა,“ - განაცხადა კატალონიის ნატურისტ-ნუდისტების ფედერაციის ხელმძღვანელმა, სიგმონ როვირამ, The Guardian-თან ინტერვიუში. როვირამ ასევე აღნიშნა, რომ პლაჟის მოყვარულები ხშირად უგულვებელყოფენ ნიშნებს, რომლებიც მიუთითებენ, რომ პლაჟი სპეციალურად ნუდისტებისთვის არის განკუთვნილი. Guardian-ის ცნობით, ასოციაციას ჯერ არ მიუღია პასუხი კატალონიის მთავრობისგან. მთავრობამ არც მედიის შეკითხვებს უპასუხა.