თეგი: კიევის სასამართლო
კიევის სასამართლოში აფეთქება მოხდა - მედია
კიევის სასამართლოში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას Alarabiya ავრცელებს. წინასწარი ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ააფეთქა კაცმა, რომელიც სასამართლო სხდომაზე იყო მიყვანილი. განახლება: Reuters-ის ცნობით, კაცი, რომელმაც კიევში, შევჩენკოვსკის სასამართლოში ასაფეთქებელი მოწყობილობა გამოიყენა, გარდაიცვალა. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ კლიმენკოს განცხადებით, გარდაცვლილია პირი, რომელიც ეჭვმიტანილი იყო 2015 წელს მძიმე დანაშაულის ჩადენაში, რის შედეგადაც დაიღუპა უკრაინის ეროვნული გვარდიის ოთხი სამხედრო მოსამსახურე. სასამართლოში ის მორიგ პროცესზე მიიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, კაცი ოთახში ჩაიკეტა და პოლიციელებმა ოთახის განბლოკვა როდესაც შეძლეს, მათ ასაფეთქებელი მოწყობილობა ესროლა. ამის შემდეგ ეჭვმიტანილმა სხვა ოთახში ჩაკეტვა მოახერხა, უარი თქვა ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებაზე და დაშავებულ ორ ოფიცერს მეორე მოწყობილობა ესროლა. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ის ამ დაპირისპირების დროს დაიღუპა. „მას შემდეგ, რაც ოთახის კარი, სადაც ეჭვმიტანილი იკეტებოდა, განბლოკეს, პოლიციელებს კიდევ ერთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ესროლა. მათი სიცოცხლე მხოლოდ აფარებულმა ფარებმა გადაარჩინეს. დაშავებულები არიან პოლიციელები. დაზიანებული აქვთ ქვედა კიდურები, ამჟამად სამედიცინო დაწესებულებებში იმყოფებიან, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – აღნიშნა იგორ კლიმენკომ. ამჟამად ადგილზე გამნაღმველები მუშაობენ, რათა დარწმუნდნენ, რომ დანაშაულის ადგილზე ასაფეთქებელი მოწყობილობები არ არის. გამოძიება გრძელდება იმის დასადგენად, თუ როგორ აღმოაჩნდა ბრალდებულს ასაფეთქებელი მოწყობილობა სასამართლოში.