თეგი: კონსტანტინოპოლის საპატრიარქო

კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ თავის ხარისხში აღადგინა რუსეთის წმინდა სინოდის მიერ დასჯილი რუსი მღვდელი

კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ თავის ხარისხში აღადგინა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოძღვარი იოანე კოვალი, რომელმაც ლოცვაში სიტყვა - „გამარჯვების“ ნაცვლად, „მშვიდობა“ ახსენა. ეს მიზეზი დაადასტუა მოსკოვის ეპარქიის სპეციალური სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ, დეკანოზმა ვლადისლავ ციპინმა მიზეზი გამოცემა „პრავმირთანაც“. ციპინის თქმით, მღვდელმა საეკლესიო ხელმძღვანელობის განაწესის დარღვევით „ფიცის გატეხის“ დანაშაული ჩაიდინა. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელობამ კოვალს სასულიერო წოდება ჩამოართვა. კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქომ კი, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილება უკანონოდ მიიჩნია, ჩათვალა რა, რომ იგი მიღებული იყო არა საეკლესიო ნორმებით, არამედ - პოლიტიკური მოტივებით. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ კირილეს, რომელიც დასავლეთის მიერ არის სანქცირებული, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ თავის ქადაგებებში და გამოსვლებში არაერთხელ უთქვამს, რომ „რუსეთი არასოდეს არავის არ დასხმია თავს“ და კონფლიქტის გაჩაღებაში დასავლეთის ქვეყნებსა და გარკვეულ ანტისაეკლესიო ძალებს სდებდა ბრალს. ის ასევე ამბობდა, რომ რუსეთის სამხედროები უკრაინაში ქვეყანას იცავენ.