თეგი: კრეისერი მასკვა

მედია: კიევთან „ნეპტუნის“ რაკეტების მწარმოებელი ქარხანა დაბომბეს, რომლითაც სავარაუდოდ, კრეისერ „მოსკვაზე“ სარაკეტო დარტყმა განხორციელდა

კიევთან ახლოს, „ნეპტუნის“ რაკეტების მწარმოებელი ქარხანა დაიბომბა. უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სწორედ „ნეპტუნით“ განხორციელდა კრეისერ „მოსკვაზე“ სარაკეტო დარტყმა. რაკეტების მწარმოებელი ქარხანა 14 აპრილს გვიან საღამოს დაიბომბა და სრულადაა განადგურებული, - ამის შესახებ France Press-ი წერს. სააგენტოს ცნობით, საუბარია ჟულიანსკის მანქანათმშენებელ ქარხანაზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 14 აპრილს რუსული კრეისერი „მოსკვა“ შტორმის პირობებში ბუქსირების დროს ჩაიძირა.  რუსულ სამხედრო კრეისერ „მოსკვას“, რომელიც შავ ზღვაზე რუსეთის ფედერაციის ფლოტის ფლაგმანია, 13 აპრილს საღამოს ხანძარი გაუჩნდა. უკრაინულმა მედიამ და პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ კრეისერზე ხანძარი „ნეპტუნის“ ორი რაკეტის აფეთქებამ გამოიწვია. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ მოგვიანებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ კრეისერზე ხანძარი საბრძოლო მასალის აფეთქების შედეგად გაჩნდა. თუმცა, რამ გამოიწვია აფეთქება, უწყებას არ განუმარტავს. თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ხანძრის მიზეზებს დაადგენენ. კრეისერ „მოსკვაზე“ მომხდარ აფეთქებას პენტაგონი გამოეხმაურა. „რუსულ კრეისერზე აფეთქება მოხდა, მიზეზი არ ვიცით, თუმცა ვერც უკრაინის ვერსიას უარვყოფთ“, - განაცხადა ჯონ კერბიმ.  ასევე წაიკითხეთ  რუსეთის თავდაცვის უწყება: კრეისერი „მოსკვა“ ჩაიძირა  როგორ აისახება რუსეთ - უკრაინის ომზე ,,მოსკვას“ ჩაძირვა