თეგი: ლავროვის ოჯახის წევრები
ახლა ჯერი საზოგადოებაზეა - ნიკა მელია ლავროვის ოჯახის წევრების საქართველოში ჩამოსვლაზე
ლავროვის ოჯახის წევრების საქართველოში ჩამოსვლა პუტინისა და ლავროვის მხრიდან არის ვულგარული ცინიზმით გამორჩეული დამოკიდებულება საქართველოს მოქალაქეების, მთელი ქვეყნისადმი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ყვარელში, სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ ჟურნალისტებს განუცხადა. სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ სამართალდამცველები არიან მობილიზებული „სასტუმროს ადმინისტრაციამ დაგვიდასტურა, რომ ლავროვის ოჯახის წევრები აქ არიან, არც მეტი, არც ნაკლები, სასტუმროში „ყვარლის ტბის“ მიმდებარედ დაბინავებულნი. ლავროვის ოჯახის წევრების საქართველოში ჩამოსვლა პუტინისა და ლავროვის მხრიდან არის ვულგარული ცინიზმით გამორჩეული დამოკიდებულება საქართველოს მოქალაქეების, მთელი ქვეყნისადმი. ლავროვის უახლოესი ოჯახის წევრის, სიძის ძმის ქორწილს იხდიან, ლავროვის სიძე, ქალიშვილი, სიძის ძმის მამა აქ არის და სამი მათგანი არის სანქცირებული აშშ-ის, ევროკავშირის სახელმწიფოების, ავსტრალიის, ბრიტანეთის მიერ. ე.ი არსად არ წაესვლებათ, ვინაიდან არიან სანქცირებული და ჩამოვიდნენ ყვარელში. მაშინ, როდესაც ეს ქვეყანა ოკუპირებულია სწორედაც ლავროვის მიერ. ის ხომ ავტორია იმ სისხლისღვრის, რაც 2008 წელს მოხდა. ბატონი ლავროვი და მისი ოჯახის წევრები ხომ არიან ავტორნი, რაც ხდება დღეს უკრაინაში. დღეს ხომ აქ უნდა გაბედონ და პუტინის, რუსული არმიის სადღეგრძელო უნდა შესვან, გამარჯვება უნდა უსურვონ რუსულ არმიას და დამარცხება უკრაინას. გამარჯვება რუსეთს და დამარცხება ქართველ ერს. წარმოუდგენელი ცინიზმია, ვულგარული ცინიზმი“, – აღნიშნა მელიამ. ინფორმაციისთვის, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი საქართველოშია და ის სასტუმრო „ყვარლის ტბაში“ იმყოფება. სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ადმინისტრაციის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილის „ყვარლის ტბაზე“ სტუმრობა სიმართლე არ შეესაბამება. „გვსურს გამოვეხმაუროთ დეზინფორმაციას, რომელიც მედიაში ვრცელდება! ვაცხადებთ, რომ ლავროვის შვილის სტუმრობა „ყვარლის ტბაზე“ არ შეესაბამება სიმართლეს, არც ლავროვის გვარით გვიფიქსირდება სტუმარი და არც აქამდე დაფიქსირებულა. სამწუხაროდ მედიის საშუალებით ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს!“, - ნათქვამია განცხადებაში.