თეგი: ლაშა ტუაევი
ოკუპირებული ახალგორის მილიციის უფროსი ავტოავარიაში დაიღუპა
ოკუპირებულ ახალგორის რაიონში ადგილობრივი მილიციის უფროსი ლაშა ტუაევი ავტოავარიაში დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. "მილიციის უფროსი ახალგორის რაიონის სოფელ ზაყორთან საკუთარი ავტომანქანით მოძრაობდა, მოულოდნელად საჭე ვაღარ დაიმორჩილა და ბეტონის კედელს შეეჯახა. 36 წლის ტუაევი ადგილზე დაიღუპა. ხოლო მისი თანამგზავრი 37 წლის ქალი, მძიმე მდგომარეობაში ცხინვალის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს", - ნათქვამია ინფორმაციაში. ამასთან, დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ავარიის გამომწვევ მიზეზებს სწავლობენ.